» » » 10-ჯერ უფრო იაფი ნატურალური საღებავი საკუთარი ხელით, რომელიც ათწლეულები გემსახურებათ.

10-ჯერ უფრო იაფი ნატურალური საღებავი საკუთარი ხელით, რომელიც ათწლეულები გემსახურებათ.


საღებავის შვედური შემადგენლობა

ამ საღებავით შეგიძლიათ მხოლოდ სუფთა, ადრე შეუღებავი ხე ან თაბაშირი შეღებოთ. აუცილებელია წინასწარ დაამუშაოთ. საღებავის ამ რეცეპტს მხოლოდ პროპორციების მკაცრად დაცვა სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ჭვავის ფქვილი

  • 260 გრ სუფრის მარილი

  • 250 გრ ოლიფა

  • 260 გრ რკინის ვაზიოლი

  • 260 გრ რკინის სურინჯი

  • 4.5 ლ წყალი


მომზადება

  1. ჭვავის ფქვილს 3 ლ წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე დადგით. აურიეთ, მოამზადეთ წებო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ბუშტუკები არ იყოს.

     

  2. როცა წებო ერთგვაროვან მასას მიაღწევს, დაუმატეთ მარილი და ვაზიოლი. გააგრძელეთ ადუღება სანამ კრისტალები ბოლომდე არ გაიხსნება. 



  3. შემდეგ რკინის სურინჯი ჩაყარეთ და აურიეთ ერთგვაროვან მასამდე. 



  4. ცოტ-ცოტა ოლიფი დაუმატეთ და ძლიერად მოურიეთ, დაუმატეთ კიდევ 1.5 ლ წყალი ისე, რომ ცეცხლიდან არ გადმოდგათ. 



  5. მომზადებული საღებავით ზედაპირს იმწამსვე ღებავენ, სანამ თბილი არის. 




ხის ზედაპირს შვედური საღებავით უმჯობესია თუ ფუნჯით შეღებავთ, ბათქაშს კი - ლილვაკით.  ხის ზედაპირს ორჯერ უნდა წაუსვამთ. საღებავის ხარჯი დაახლოებით 250 გრ 1 კვ.მეტრზე. 

შეღებეთ დღის მეორე ნახევარში, როცა მზე უკვე ჩადის. თუ შენობა ან ღობე ადრე ზეთოვანი საღებავით იყო შეღებილი - მთლიანად უნდა გაასუფთაოთ. 



ზეთოვანი საღებავისგან განსხვავებით, ფინური და შვედური საღებავები უფრო იაფია. თქვენი შენობა რემონტის გარეშე 20 წელი გაძლებს. 

პირდაპირ გეტყვით, ასეთი ხელნაკეთი საღებავი - სოფლის მაცხოვრებლებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. განსაკუთრებით თუ დიდი მოცულობის ტერიტორია გაქვთ შესაღები, ხარისხიანად შეღებვა გსურთ და დიდი ხნით რომ გაძლოს. 



და თქვენ მოგეწონათ საღებავის რეცეპტები? სცადეთ თავად სახლში მოამზადოთ და უპირატესობა გაგაოცებთ! გაუზიარეთ ეს საინტერესო იდეები თქვენს მეგობრებს. სტატია რომ შეინახოთ, თქვენს გვერდზე გაიზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.