» » „ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - წმინდა იოანე ოქროპირი „ბედობაზე“

„ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - წმინდა იოანე ოქროპირი „ბედობაზე“

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ბედობას არ უნდა აღნიშნავდნენ და ეს დღე უბრალოდ, არ არსებობს.

ფეისბუქ-გვერდი, „მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი“ აქვეყნებს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს, რომელიც „ბედობის“ აღნიშვნას უკავშირდება:

„თუ ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ...

რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერაა. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.