» » » ლამაზი და ნაზი ვარდებით დეკორირებული ყვავილების ქოთანი

ლამაზი და ნაზი ვარდებით დეკორირებული ყვავილების ქოთანი

ლამაზი ვარდებით დეკორირებული ქოთნის დასამზადებლად დაგჭირდებათ: სამი ფერის აკრილის საღებავი (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და მწვანე), რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფუნჯი ვარდის ფურცლების დასახატად, სასურველი ფერის საღებავის აეროზოლი, სპირტი, ჩვარი, პლასტმასის ქოთანი და სამუშაო არეალზე დასაფენი დიდი ზომის ქაღალდი.
სამუშაოს დაწყების წინ, წინასწარ შერჩეული და კარგად გარეცხილი საყვავილე ქოთანი საგულდაგულოდ გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით, რათა მის კედლებზე არ დარჩეს ცხიმის უმნიშვნელო კვალიც კი, გააშრეთ და მთლიანად შეღებეთ სასურველი ფერის საღებავის აეროზოლით.

პალიტრაზე ერთმანეთისგან მოშორებით მოათავსეთ სამივე ფერის აკრილის საღებავი. აიღეთ საშუალო ზომის ფუნჯი და წვერით ჩადეთ ვარდისფერ საღებავში. ამის შემდეგ, ფუნჯის ერთი წვერი ჩადეთ თეთრი აკრილის საღებავში, ხოლო მეორე კი წითელში. ფუნჯის მომზაფების შემდეგ, საყვავილე ქოთანი დააწვინეთ და ხელის წრიული მოძრაობით დაიწყეთ ვარდის გარეთა ფურცლების მოხატვა.

დაიმახსოვრეთ, რომ ვარდის ფურცლების ყოველი მომდევნო წრე შედარებით მცირე ზომის უნდა იყოს, ამიტომ თითოეული ახალი წრის მოხატვის დაწყების წინ, აუცილებლად ცვალეთ ფუნჯები ზომების მიხედვით.
ვარდის ფურცლების ხატვის დამთავრების შემდეგ, დაელოდეთ საღებავის სრულ შრობას და კიდევ ერთხელ შეათვალიერეთ, ხოლო დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილ წვერიანი ფუნჯი.
სამუშაოს ბოლო ეტაპზე, ვარდებს მწვანე აკრილის საღებავით დაუხატეთ ღეროები, ფოთლები, გააშრეთ და ქოთანიც მზად არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.