» » » რომბებით დეკორირებული ქოთნის ლამაზი დიზაინი

რომბებით დეკორირებული ქოთნის ლამაზი დიზაინი

ტერაკოტის ქოთნის რომბებით დეკოკირების დროს უმჯობესია, თუ გამოიყენებთ ახალ, თიხის ქოთანს, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: ნებისმიერი სპირტის შემცველი სითხე, ჩვარი, სანტიმეტრი, ფანქარი, საიზოლაციო ან სამხატვრო ლენტი, მაკრატელი, აკრილის სასურველი შეფერილობის საღებავი და ფუნჯი.
წინასწარ შერჩეული ახალი ქოთანი გარეცხეთ საპნით, გააშრეთ, მისი გარეთა კედლები გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და კვლავ გააშრეთ.
ქოთანი მოათავსეთ ჰორიზონტალურად და მის გარეთა კედლებზე დაიწყეთ ჯერ სიმეტრიულ-პარალელური, ხოლო შემდეგ, ასევე სიმეტრიულ-დიაგონალური მქრქალი ხაზების გავლება ისე, რომ მიიღოთ თანაბარი ზომის რომბები.



ამის შემდეგ, თითოეულ ფანქრით გავლებულ ხაზზე მჭიდროდ დააწებეთ საიზოლაციო ან სამხატვრო ლენტი. აკრილის საღებავით შეღებეთ ყოველი მეორე რომბი და დაელოდეთ საღებავის სრულ შრობას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ძალიან ფრთხილად მოხსენით საიზოლაციო ან სამხატვრო ლენტი და რომბებით დეკორირებული ქოთანიც მზად არის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.