» » » საღებავით და ლაქით დაწუწული ქოთნები, რომლებიც აუცილებლად გამოკვეთს თქვენს კრეატიულ გემოვნებას

საღებავით და ლაქით დაწუწული ქოთნები, რომლებიც აუცილებლად გამოკვეთს თქვენს კრეატიულ გემოვნებას

საღებავით დაწუწული ქოთნების დამზადება უმარტივესია. ამისათვის დაგჭირდებათ: თიხის ქოთანი, საიზოლაციო ლენტი, სხვადასხვა შეფერილობის საღებავი, ფუნჯი და ჰერმეტიკის აეროზოლი.
თავდაპირველად, ქოთნის შიგნითა მხარეს, სადრენაჟო ხვრელზე დააწებეთ საიზოლაციო ლენტი, კარგად გასუფთავებული ქოთანი გადაღებეთ ერთფრად და დაელოდეთ საღებავის კარგად გაშრობას. მშრალი ქოთანი ამოატრიალეთ და მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე. აიღეთ განსხვავებული შეფერილობის საღებავის ქილა და წვეთ - წვეთობით დაასხით ქოთნის ძირის გარშემო.

საღებავის წვეთები თანდათან ჩამოირვენთება და ნაწილობრივ შეაფერადებს კედლებს. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფერის საღებავი. შეღებვითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაელოდეთ საღებავის ბოლომდე გაშრობას და სურვილისამებრ გამოიყენეთ ჰერმეტიკი, რათა გაცილებით მყარად დაფიქსირდეს ფერი. ქოთანი მზად არის.

ლაქით დაწუწული ქოთნები

სხვავადასხვა შეფერილობის ფრჩხილის ლაქით მრავალი დეკორის ელემენტის შექმნა არის შესაძლებელი და მათი შრობის გათვალისწინებით, ისინი საკმაოდ ადვილი მოსახმარია. მსგავსი ქოთნების დასამზადებლად დაგჭირდებათ: თიხის ან პლასტმასის ქოთნები, სპირტი, ჩვარი, აკრილის საღებავები,ფუნჯები და ფრჩხილის პრიალა ლაქები.

წინასწარ შერჩეული ქოთანი გაასუფთავეთ, კარგად გაწმინდეთ სპირტში დასველებული ჩვრით და გააშრეთ. მშრალი ქოთანი შეღებეთ ერთი ფერის აკრილის საღებავით და დაელოდეთ საღებავის შრობას. მაგიდაზე დაფინეთ ცელოფანი ან გაზეთი, ზედ დააპირქვავეთ უკვე მშრალი ქოთანი და ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები, ფრთხილად დაასხით ფრჩხილის ლაქი.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ქოთნები რამდენიმე საათით დატოვეთ ხელუხლებლად, რათა ლაქის წუწების შესქელებულმა ადგილებმა მთლიანად შეძლოს გაშრობა და ლაქით დაწუწული ქოთნებიც მზად არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.