» » ძილის წინ წასაკითხი ლოცვა - განვთავისუფლდეთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისაგან

ძილის წინ წასაკითხი ლოცვა - განვთავისუფლდეთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისაგან

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ ღამე. განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან. ვილოცოთ გულწრფელად და შევსთხოვოთ უფალს პატიება. დავიმშვიდოთ სული ჩვენი და დავიწყოთ ყოველი დღე ლაღად და თავისუფლად. უფალი არს ჩვენთან. ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

წმიდისა ანგელოსისა მიმართ

წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, როდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლდაწმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.