» » » ფენოვან ცომს აღარ ვყიდულობ. ახლა მას ბებიას რეცეპტით მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ

ფენოვან ცომს აღარ ვყიდულობ. ახლა მას ბებიას რეცეპტით მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ

ადრე ფენოვან ცომს ყოველთვის ვყიდულობდი, რადგან მისი მომზადება არ ვიცოდი და დროც არ მქონდა. ყველაფერი იმ დროიდან შეიცვალა, როცა მეუღლის ბებია გვესტუმრა. მან ფენოვანი ცომის სწრაფად და მარტივად მომზადების საიდუმლო მეთოდი გამიმხილა.

მას შემდეგ ფენოვან ცომს თავად მხოლოდ 15 წუთში ვამზადებ. მარაგსაც ვაკეთებ: საჭიროების შემთხვევაში მაცივარში ვყინავ და როცა მჭირდება ვალღობ. ძალიან მოსახერხებელია, გირჩევთ!



ფენოვანი ცომის მომზადება სახლის პირობებში



რჩევები გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფენოვანი ცომი სწრაფად სახლის პირობებში.



ინგრედიენტები:
  • 500 გრ ფქვილი
  • 400 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ძმარი (5%)
  • 250 მლ წყალი


მომზადება:

1. ფენოვანი ცომის მოსამზადებლად ინგრედიენტები ცივი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მომზადებამდე ფქვილი, კვერცხი და წყალი მაცივარში შედგით. ხოლო კარაქი (შეგიძლიათ მარგარინით ჩაანაცვლოთ) რამდენიმე საათით საყინულეში შედგით.



2. ფქვილის ნაწილი მაგიდაზე მოაყარეთ. კარაქი ან მარგარინი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თავად სახეხი და კარაქი ფქვილში უნდა ამოავლოთ.



3. კარაქს დარჩენილი ფქვილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ.



4. საზომ ჭიქაში კვერცხი, მარილი და ძმარი აურიეთ. კარგად აურიეთ და ნარევს წყალი დაუმატეთ.



5. კვერცხის მასა კარაქი-ფქვილის მასას აურიეთ. სჯობს ეტაპობრივად, მცირე პორციებით შეასრულოთ.



6. ცომი არ ამოიყვანოთ, არამედ უბრალოდ ერთად შეკარით. ცომი მცირე ზომის ნაწილებად დაყავით, საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ.



7. მაცივარში ფენოვანი ცომი შეგიძლიათ 2-3 დღე შეინახოთ. საკმარისია საკვებ ცელოფანში შეახვიოთ და შუა თაროზე მოათავსოთ.



საყინულეში ცომი შეგიძლიათ ნახევარი წელი შეინახოთ. გალღობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.