რეცეპტები მზა ფენოვანი ცომისთვის
ფენოვანი ცომის შემადგენლობაში B ჯგუფის ვიტამინების დიდი ნაწილია, რომლებიც ძვლოვანი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. ასეთ ცომს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს და ორგანიზმს სწრაფად ანაყრებს. საკმარისია 150-300 გ ცომის ჭამა, რომ მთელი დღის ძალები მიიღოთ.
რჩევების რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტებს მზა ფენოვანი ცომისგან.
ღია ფენები საუზმისთვის
დროა, უარი თქვათ ბუტერბროდებზე საუზმის დროს. ღია ფენები გაცილებით გემრიელია და არ მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას მოსამზადებლად.
ინგრედიენტები
- 200-300 გ ფენოვანი ცომი
- 3 კვერცხი
- 6 ც ბეკონი
- 50 გ მაგარი ყველი
- მარილი, წიწაკა, მწვანილი გემოვნებით
მომზადება
- გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით კვადრატებად. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე (ჯერ პერგამენტი დააფინეთ). კვადრატის კუთხეები წამოწიეთ და შექმენით ერთგვარი ჭურჭელი ცომისგან.
- თითოეულ კვადრატში ჩაატეხეთ კვერცხი და მოათავსეთ ორ-ორი ცალი ბეკონი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მწვანილი. დაახეხეთ ყველი.
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ ფენოვანი 10-15 წუთით.
დახურული ღვეზელები
ინგრედიენტები
- 500 გ უსაფუარო ფენოვანი ცომი
- 400 გ ხაჭო
- 1 ჭიქა შაქარი
- 3 კვერცხი
- მიქსერით ათქვიფეთ ორი კვერცხი, ნახევარი ჭიქა შაქარი და ხაჭო. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ.
- გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით რგოლებად ან კვადრატებად. მოათავსეთ თითოეულ ნაჭერზე 1-2 კოვზი ხაჭოს მასა.
- შეახვიეთ ღვეზელის კუთხეები. მოათავსეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის მანძილზე.