მასალად საჭიროა:
- პურის ფქვილი - 700 გრამი
- კარაქი - 400 გრამი
- ლიმონის წვენი ან ძმარი - 2 სუფრის კოვზი
- მარილი - 1/2 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
600 გრამიმ გაცრილი ფქვილი გავყოთ შუაზე: ერთი ნახევარი, ე.ი. 300 გრამი მოვზილოთ 400 გრამ კარაქში. გავათხელოთ ერთი თითის სისქემდე. დავდოთ თეფშზე და გავიტანოთ სიცივეში. ფქვილის მეორე ნახევარი მოვზილოთ 3/4 ჩაის ჭიქა ნელთბილ, მარილჩაყრილ წყალში, რომელშიც ჩასხმულია ძმარი ან ლიმონის წვენი. კარგად მოზელილი რბილი ცომი დავდოთ თბილ ადგილას 30 - 40 წუთით. შემდეგ გავათხელოთ ფქვილმოყრილი მაგიდაზე ისე, რომ იგი კარაქში მოზეზილ ცომზე ორჯერ უფრო დიდი იყოს. ცხიმოვანი ცომი დავადოთ წყალში მოზელილ ცომს, ორივე მხარეს შემოვუკეცოთ გვერდები კონვერტივით ისე, რომ ცხიმოვანი ცომი რბილი ცომის შიგნით მოიქცეს.
გავათხელოთ შეკრული ცომი 25-30 სანტიმეტრის სიგრძე - სიგანეზე და 1 სანტიმენტის სისქეზე. ასევე გათხელებულად ცომი გავიტანოთ სიცივეში ნახევარი საათით. შემდეგ დავკეცოთ ოთხად, ისევ გავათხელოთ იმავე ზომაზე და კიდევ გავიტანოთ სიცივეშკი ასე გავიმეოროთ მესამეჯერაც. შემდეგ ამ ცომისგან შეგვიძლია გამოვაცხოთ სხვადასხვა სახის ნამცხვრები, ღვეზელები, ხაჭაპურები და მრავალი სახის შაქარლამები.