» » მუდამ ასე მოიქცევით როდესაც ნახავთ რა მოხდება, თუ ჭიქა მარილიან წყალს საწოლის ქვეშ დატოვებთ

მუდამ ასე მოიქცევით როდესაც ნახავთ რა მოხდება, თუ ჭიქა მარილიან წყალს საწოლის ქვეშ დატოვებთ

დედამ მასწავლა, რომ მარილით შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდვა მოვიშოროთ. ჩემმა ძმამ, მიშამ, ტიბეტიდან დაბრუნების შემდეგ მითხრა, რომ ერთ ჭიქა მარილიან წყალს შეუძლია ოჯახი კამათისა და პრობლემებისგან დაიცვას.

დღეს რჩევები გიამბობთ, რა მოხდება, თუ ჭიქა მარილიან წყალს საწოლის ქვეშ დატოვებთ.

ჭიქა მარილიანი წყალი

ტიბეტელ ბერებთან შეხვედრის შემდეგ მიშა სახლში სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. პირველ რიგში, ზურგის პრობლემები მოიშორა. მეორეც, გარეგნულადაც შეიცვალა: კანი სუფთა გახდა, თვალები ანათებდა, თითქოსდა სიმშვიდეს ასხივებდა. რაც მთავარია, ცოლს დაუბრუნდა, არადა ადრე განქორწინებაზე ფიქრობდა.

„ჩემი ოჯახის ბედნიერებას ნაწილობრივ ხრიკს უნდა ვუმადლოდე, რომელიც ტიბეტელმა ბერებმა მასწავლეს. მართალია, შეგიძლია ამას სკეპტიკურად შეხედო, მაგრამ გირჩევ სცადო, ნამდვილად მუშაობს!“ – დაიწყო მიშამ მოყოლა.

„ყოველ საღამოს, ძილის წინ 1 ჭიქა წყალს ვავსებ და მასში მარილს ვყრი. შემდეგ ამ ჭიქას საწოლის ქვეშ, ფეხებთან ვიდებ.

დილით, ჭიქას ვიღებ და ვაკვირდები. ჭიქა შეიძლება დაინისლოს ან ბუშტები გაჩნდეს, მარილი შეიძლება ფსკერზე მჭიდროდ დაილექოს ან გამუქდეს კიდეც – ეს ყველაფერი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენს ფიქრებსა და სახლში ბევრი ნეგატივია“.

წყალი უნიტაზში უნდა ჩაასხათ და ჩარეცხოთ, საღამოს პროცედურა გაიმეოროთ.

მარილიანი წყლის სარგებელი

ალბათ, იკითხავთ, ასე რატომ უნდა გააკეთოთ? პასუხი მარტივია: ბევრი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ მარილს ნეგატიური ენერგიის შთანთქმის უნარი აქვს. სწორედ ამიტომ, ჭიქა მარილიანი წყალი ნეგატიური ენერგიისა და ბნელი ძალებისთვის ერთგვარი ხაფანგია. წყალს სტრუქტურის შეცვლა შეუძლია. ყველასთვის ცნობილია ფილმი „წყალი“ ან „წყლის დიდებული საიდუმლო“, სადაც ნათქვამია, რომ წყალი ხალხის ენერგეტიკას შთანთქავს და მეხსიერებას ფლობს.

მიშამ ტიბეტელი ბერებისგან გაიგო, რომ ნეგატიური ენერგია ჯერ თხელ სიბრტყეზე მოქმედებს, ცოტა ხანში ადამიანის ფიზიკაზე აისახება. ანუ, ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, სასოწარკვეთასა და სევდაში იძირება. შეიძლება გაღიზიანების, შიშის, აკვიატებული იდეის და ცუდი აზრების ნიშნებმა შეაწუხოს. რა თქმა უნდა, ეს ოჯახურ ურთიერთობაზეც გავლენას ახდენს.

ფეხებთან დადებული მარილიანი წყალი დღის განმავლობაში დაგროვებულ ნეგატივს მოგაშორებთ და განწყობას გააუმჯობესებს. ასევე მარილიანი წყალი უძილობას მოგაშორებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეზოთერიკოსები გირჩევენ, რომ ჭიქა წყალი საწოლის თავთან დადოთ.

თუ ბევრ ხალხთან მუშაობა გიწევთ ან ინფორმაციულ გადატვირთვას გრძნობთ (ამას ტელევიზორით ახალი ამბების ყურება ან სოციალური ქსელების სქროლვა ხელს უწყობს) და უძილობა გაწუხებთ – ჭიქა მარილიანი წყალი საწოლის ქვეშ, თავთან ან ფეხებთან დაიდეთ. „მერწმუნე, ძილი მოწესრიგდება, კოშმარები შეწყდება. ცოტა ხანში ნახავთ, რომ მარილი გამუქდება, ამ დროს ახლით უნდა ჩაანაცვლოთ!“ – გამიზიარა მიშამ შთაბეჭდილებები.

როგორ მოვამზადოთ

მიშა გვირჩევს, რომ ერთ ჭიქა წყალს 2 ს/კ საკვები მარილი დაუმატოთ. ასევე შეგიძლიათ 1 ს/კ ძმარი დაუმატოთ. კარგად აურიეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ მარილი წყალში არ გაიხსნას.

ტიბეტელი ბერების ამ ხრიკის გამოყენების შემდეგ ემოციურ შვებას იგრძნობთ, სუნთქვა გაგიადვილდებათ, ძალა და დადებითი ენერგეტიკა გაიზრდება.

ბოლოს, მინდა გითხრათ: მარილი ისევე, როგორც წყალი, იმ ენერგიას შთანთქავს, რომლითაც მას მიმართავთ, ამიტომ მარილი, რომელსაც კერძების მოსამზადებლად იყენებთ, შეიძლება ჯადოსნური გახდეს, თუ სხვადასხვა კეთილ სიტყვას ეტყვით და ახლობლებს ბედნიერებას უსურვებთ.

არ მოგიწოდებთ, რომ ცრუმორწმუნე ადამიანი გახდეთ, თავად ასეთი არ ვარ, მაგრამ ჭიქა მარილიან წყალს ყოველი შემთხვევისთვის ლოგინთან დავდებ. იქნებ, ამ ექსპერიმენტმა გაამართლოს?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.