მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში მწერების უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ცხოველების სისხლით იკვებებიან, საწოლის ტკიპა უფროა ცნობილი, ვინაიდან მას ადამიანის სისხლი ურჩევნია. ზრდასრულ საწოლის ტკიპას ბრტყელი, ვაშლის კურკის ფორმის სხეული აქვს, დანაყრების შემდეგ იგი სივდება და მოწითალო ელფერს იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ საწოლის ტკიპები ღამით უფრო აქტიურები არიან, ისინი ღამის არსებები არ არიან. მდედრი ინდივიდი, სიცოცხლის მანძილზე, ასობით კვერცხს დებს. ამ კვერცხებს მტვრის ნაწილაკის ზომა აქვს და, ჩვეულებრივ, სახლში ბარგთან, ნახმარ ავეჯთან, ტანსაცმელთან ერთად შემოდის. საწოლის ტკიპები ვერ დაფრინავენ, თუმცა სწრაფად გადაადგილდებიან კედლებზე, ჭერებზე, სართულებზე.
საწოლის ტკიპებს მორჩილი ტანი აქვთ, ამიტომ ისინი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც იმალებიან(მატრასებში, საწოლის ზამბარებში, ჩარჩოებში. გარდა ამისა, ტკიპები, სხვა მწერებთან შედარებით, რეზისტენტული არიან სხვადასხვა ინსექტოციდების მიმართ. ზოგიერთ შხამს ისინი მარტივად ეჩვევიან. ეს ყველაფერი ტკიპებთან ბრძოლას ძალიან ართულებს.
ინსექტოციდების მოხმარება, ხშირად, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ბინის მაცხოვრებლებში, განსაკუთრებით, თუ საუბარია საბავშვო ოთახის დამუშავებაზე. უფრო იაფი და უსაფრთხო იქნება ოთახების დამუშავება ნატურალური საშუალებებით. სწორედ ხალხური საშუალებები, რომლებიც მცენარეებითაა დამზადებული, ძველი დროიდან გამოიყენება ტკიპებთან საბრძოლველად. განსაკუთრებით კარგად ეს საშუალებები ავლენს თავს პარაზიტების გაჩენის პროფილაქტიკისთვის.
ეთერზეთები მოქმედებს მწერებს შიდა უჯრედულ მემბრანაზე და იწვევს მათ სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ეთერზეთები ტოქსიკურია მწერებისთვის, იგი სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისთვის.
როგორ მოვიშოროთ ტკიპები სახლიდან
- ჩაის ხის ზეთი
შეურიეთ 2 ჩ.კ. ზეთი 50 მლ წყალს. ჩაასხით მასა შხეფიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. შეაშხეფეთ ხსნარი ყველა იმ ადგილას, სადაც შეიძლება ტკიპები ბინადრობდნენ. მოიქეცით ასე ყოველდღე, ტკიპების არსებობის ნიშნები სანამ არ გაქრება. - ლავანდის ზეთი
შეურიეთ 10-15 წვეთი ლავანდას ზეთი 50 მლ წყალს და გამოიყენეთ პირველი ხერხით. მეორე მეთოდი - მოათავსეთ ლავანდის ფოთლები ან ყვავილები იქ, სადაც ტკიპები ბინადრობენ. - ციტრონელას ზეთი
10 წვეთი ციტრონელას ზეთი გახსენით წყლით სავსე თასში. გამოიყენეთ პირველი ხერხით. - ევკალიპტის ზეთი
აიღეთ 100 გ წყალი, 70 გ არაყი და 30 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი. ჩაასხით ყველაფერი ეს შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ პირველი ხერხით. პროცედურა ყოველ 2 საათში უნდა გაიმეოროთ. - ფორთოხლის ზეთი
ფორთოხლის ზეთი ძველი დროიდან ცნობილი საშუალებაა ტკიპების წინააღმდეგ. ადამიანისთვის ეს სუნი სასიამოვნოა, ხოლო არასასურველი ოთახის მეზობლებისთვის კი - დამაფრთხობელი. შეურიეთ 100 გ ფორთოხლის ზეთი და 50 გ შავი ერიზიმი 4 ლიტრ წყალს. გამოიყენეთ პირველი მეთოდით. - ბეგქონდარა
შეახვიეთ ბეგქონდრის ღერო ბამბის ქსოვილში და დაწვით ტკიპებთან ახლოს. ან მოათავსეთ ქონდრის ფოთლები ამ ადგილებში. გამოცვალეთ ფოთლები ყოველ მესამე დღეს. - მიხაკი
შეურიეთ 1 ჩ.კ. მიხაკის ეთერზეთი 1 ფინჯან წყალს. გამოიყენეთ პირველი მეთოდით.