რეცეპტი 1
ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიებზე ამზადებენ კლოპოგონისა (ჩიმიცუფუგა) და 70%-იანი სპირტის ნაყენს პროპორციით 1:5. მიღებულ მოყვითალო ფერის, თავისებური სუნის მქონე, მწარე სითხეს სვამენ 20-20 წვეთს 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 30-40 დღე.
რეცეპტი 2
იღებენ 1 პეშვ ხმელ ლობიოს, ასხამენ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს, აჩერებენ 2-3 საათს. შემდეგ ნაყენს წურავენ და ასხამენ ადუღებულ წყალს პროპორციით 1:10. მიღებულ სითხეს 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
რეცეპტი 3
იღებენ 15 გრ ბაბუაწვერას მშრალ ფესვებს, აქუცმაცებენ, ასხამენ ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. აჩერებენ 2-3 საათს და შემდეგ წურავენ. მიიღება 1/2 ჭიქა თაფლთან ერთად 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
რეცპეტი 4
ჰიპერტონიული დაავადებით გამოწვეული თავის ტკივილებისას იღებენ ახალმოკრეფილ მატიტელას და იდებენ კეფაზე 30-40 წუთის განმავლობაში.
რეცეპტი 5
იღებენ სუფრის კოვზ სექტემბერში მოკრეფილ კუნელის ნაყოფს, ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათის განმავლობაში. მიიღება 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ჭამამდე.
რეცეპტი 6
1 ჩაის კოვზ კუნელის ნაყოფს ან ყვავილს ასხამენ 1 ჭიქა არაყს ან სპირტს და აჩერებენ 1 კვირას. მიიღება წყალში განზავებული 20 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. შიეძლება, აგრეთვე, ამ ნაყენის 15 წვეთის ვალერიანის ნაყენის 15 წვეთთან შერევა. ეს ნარევი ისევე მიიღება, როგორც კუნელის ნაყენი.