მენსტრუაციის ასეთი დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს სისხლნაკლებობამ, მძიმე დაავადებამ, ნერვულმა აღგზნებადობამ, რეკომენდებულია ნორმალური კვება, განსაკუთრებით საჭიროა რკინის შემცველი პროდუქტები.
- 1კგ ხახვს ფცქვნიან, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალსა და ადუღებენ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. აციებენ და წურავენ. ღებულობენ უზმოზე ნახევარ ჩაის ჭიქას.
- იღებენ კულმუხოს ფესვებს, ამზადებენ წყლიან ნაყენს (ასხამენ მდუღარს) თანაფარდობით (1:10). აჩერებენ 30 წთ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
- 1 ნაწილ თავშავას ასხამენ 10 ნაწილ სპირტს ან არაყს. აჩერებენ თბილ ადგილზე 8-10 დღე, ხანდახან ანჯღრევენ. წურავენ და ღებულობენ 30 წვეთს დღეში 3-ჯერ.
ეს საშუალებები გამოიყენება შემცირებული და არა რეგულარული მენსტრუაციის სამკურნალოდ.
მენსტრუაციის შეწყვეტა (გარდა ორსულობისა)
მენსტრუაციის შეწყვეტა ხშირად გაციებითაა გამოწვეული. ამ დროს გამოიყენება შემდეგი საშუალებები: - 2 ჩაის ჭიქა გვირილას ცხელ ნაყენს სვამენ უცბად.
- მიხაკსა და დარიჩინს ასხამენ არაყს. აჩერებენ 2 კვირა (თავდახურული). ღებულობენ დღეში 2-ჯერ ჩაის კოვზით.
- ალოეს წვენს (8-10 წვეთს) აწვეთებენ შაქარზე და ღებულობენ დღეში 2-3-ჯერ მენსტრუაციის რეგულირებისთვის.
ალოეს წვენს ინდოელი ქალები იყენებენ ასე: 1-2 ჩაის კოვზ ალოეს წვენს უმატებენ ცოტა შავ პილპილს და სვამენ დღეში 2-ჯერ. ეს საშუალება ხსნის სპაზმებს მენსტრუაციის პერიოდში. - 1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ შეფუთულს 40 წთ. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ.
- იღებენ გულყვითელას ყვავილებს, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 სთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ. ეს საშუალება კარგია როგორც მენსტრუაციის შეწყვეტის დროს, ასევე შარდის ბუშტის დაავადებების, სიყვითლის, რაქიტის, ხველის, კუჭის წყლულის და სპაზმების დროს. აჩერებს კიბოს განვითარების პროცესსაც.
- იღებენ 1/2 ჩაის კოვზ ოხრახუშის დანაყილ თესლს, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 8 სთ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ.
- იღებენ 40 გრ მწვანე ოხრახუშს, ჭრიან და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ხარშავენ 10-15 წთ. ღებულობენ ნახარშს 2 ს/კ დღეში 3-ჯერ.
- 2 კგ ხახვის წითელ კანს ასხამენ 3 ლ წყალს, ადუღებენ იქამდე, სანამ ნახარში წითელ ფერს არ მიიღებს. სვამენ უზმოზე 1 ყავის ჭიქას.
- შეწყვეტილი მენსტრუაციის დროს კარგ ეფექტს იძლევა იმ ბალახების ნახარში და ნაყენი, რომლებიც გამოიყენება ნევროზების დროს.
იღებენ ბარამბოს, ძიძოს, შავბალახას, კრაზანას, თავშავასა და პიტნას თანაბარი რაოდენობით 1 სუფრის კოვზ ნაკრებს 1 ჩაის ჭიქა წყალში ადუღებენ 5 წთ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.