ამ ხალხური მალამოთი შეძლებთ ბუასილის განკურნებას, რომლის დამზადებაც საკმაოდ მარტივია.
ინგრედიენტები:
- სელიჭის ყვავილები - 1 წილი
- მუხის ქერქი - 1 წილი
- წყლის წიწაკა ( წალიკა ) - 1 წილი
- ღორის ქონი
მომზადების და გამოყენების წესი:
1 წილ სელიჭის ყვავილებს, 1 წილ მუხის ქერქს, 1 წილ წყლის წიწაკას კარგად აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ასხამენ გამდნარ უმარილო ღორის ქონს ნარევის დაფარვამდე, აჩერებენ ( მინის ჭურჭელში ) 12 საათს და დროდადრო ურევენ, შემდეგ აცხელებენ ადუღებამდე და წურავენ. მალამოთი გაჟღენთილი დოლბანდის ნაჭერი შეჰყავთ სწორ ნაწლავში 4 - 5 საათით. შვებას მალევე იგრძნობთ და შედეგითაც სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!