» » » ამ პარაზიტი სოკოს საშუალებით მკურნალობენ ბევრ დაავადებას, მათ შორის ავთვისებიან სიმსივნეებსაც.

ამ პარაზიტი სოკოს საშუალებით მკურნალობენ ბევრ დაავადებას, მათ შორის ავთვისებიან სიმსივნეებსაც.

ჩაგა - ეს არის არყის ხის პარაზიტი სოკო, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი საშუალებით მკურნალობენ ბევრ დაავადებას, მათ შორის ავთვისებიან სიმსივნეებსაც.

ჩაგას ნაყენი N1
ინგრედიენტები:
  • 200 გრ ჩაგა
  • 100 გრ ათასფურცელა
  • 100 გრ ფიჭვის კოკრები
  • 100 გრ ასკილი
  • 5 გრ აბზინდა
  • 200 მლ ალოეს წვენი
  • 250 მლ კონიაკი
  • 250 მლ თაფლი

მომზადების წესი:
ჩაგას აქუცმაცებენ ხორცის საკეპი მანქანის ან სახეხის საშუალებით და ურევენ დანარჩენ ინგრედიენტებს (ალოეს წვენის გარდა). ნარევს ასხამენ 3 ლ ცივ წყალს და აჩერებენ 2 საათით. შემდეგ ადუღებენ 2 საათის განმავლობაში. ნახარშს აჩერებენ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ წურავენ, ამატებენ ალოეს წვენს, კონიაკსა და და თაფლს, კარგად ურევენ და აჩერებენ 4 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი:
6 დღის განავლობაში იღებენ ერთ ჩაის კოვზს ჭამამდე 2 საათით ადრე 3-ჯერ დღეში. შემდგომ დღეებში - ერთ სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში ჭამამადე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირიდან 2-3-თვემდე. წამალი რეკომენდებულია კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს.

ჩაგას ნაყენი N2
მომზადების წესი:
ჩაგას ნაჭრებს ალაგებენ ადუღებულ წყალში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს, აჩერებენ 4-5 საათის განმავლობაში, შემდეგ სველ სოკოს აქუცმაცებენ. გამოყენებულ წყალს აცხელებენ 50 გრადუსამდე, ყრიან მასში დაქუცმაცებულ სოკოს პროპორციით 1 ჭიქა ჩაგა 1 ლიტრ წყალზე. ნარევს აჩერებენ 2 დღეღამეს, შემდეგ წურავენ მრავალფენად დალაგებულ მარლაში. ხოლო მყარ მასას კარგად წურავენ. მიღებულ მასას ურევენ იმდენ ადუღებულ წყალს, რამდენიც საჭიროა თადაპირველი მოცულობის მისაღებად.

გამოყენების წესი:
წამალს იღებენ არანაკლებ 3 ჭიქას პატარ-პატარა ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 3-5 თვე 7-10 დღიანი შესვენებებით, რომლის შემდეგაც აგრძელებენ მკურნალობას. გამოიყენება შინაგანი ორგანოების სიმსივნეების დროს.
მცირე მენჯის ორგანოების კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებს ღამით უკეთებენ თბილ მიკროოყნებს 150 - 200 მლ ნაყენის გამოყენებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.