» » » ეს რამდენიმე პროცედურა საკმარისია ბუასილისგან გასათავისუფლებლად.

ეს რამდენიმე პროცედურა საკმარისია ბუასილისგან გასათავისუფლებლად.

ბუასილი – მამაკაცებს სამ-ოთხჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს. ბუასილს ხშირად შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი უკმარისობა, ვენური კედლის ნერვული რეგულაციის დარღვევა, ხშირი ყაბზობა და ამის გამო შექმნილი ვენური შეგუბება, ხანგრძლივი ფეხზე დგომა ან ჯდომა, ალკოჰოლი და ცხარე საკვებიც იწვევს. მის სამკურნალოდ არაერთ გამოცდილ ხალხურ საშუალებებს გთავაზობთ, არჩევანი კი თქვენზეა.

ბუასილის მკურნალობა მუხის ქერქით

მუხის ახალგაზრდა ყლორტების ნახარში
მის მოსამზადებლად უნდა მოვწყვიტოთ ახალგაზრდა ყლორტები არაუმეტეს 20 სმ - ის. დილით ავადუღოთ, საღამოს კი დავაყენოთ. შემდეგ ის უნდა გავათბოთ სასიამოვნო ტემპერატურამდე და ჩავწვეთ აბაზანაში. რამდენიმე პროცედურა საკმარისია ბუასილისგან გასათავისუფლებლად.

დასალევი ნაკრები
ამისათვის დაგჭირდებათ ინგრედიენტები პროპორციებით:

3 წილი მუხის ქერქი, 4 წილი გვირილა, 5 წილი სელის თესლი. ამ ნაკრებისგან მივიღებთ 2 ს/კ და ვასხმათ მდუღარე წყალს.
ვაყენებთ 10 სთ-ით, რის შემდეგაც ვფილტრავთ და ვსვამთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 100 მლ ოდენობით.

აბაზანის ნაკრები
დაფქვილი წაბლის თესლები, გვირილა, სალბის ფოთოლი, მუხის ქერქი, პროპორციით 3:3:2:5. ამ ნარევს ასხამენ 1 ლ წყალს, ადუღებენ 10 წთ, აყენებენ 12 სთ.
შემდეგ მომზადებულ ნაყენს ასხამენ აბაზანაში, სადაც ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს 20 წთ-ის განმავლობაში. კურსი 10 პროცედურას შეადგენს, ასეთი აბაზანები ბუასილის დროს ახდენს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

კარტოფილის წვენის კომპრესი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპრესების ინგრედიენტი არის უმი კარტოფილი. ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და მშვენიერი ტკივილგამაყუჩებელია. კარტოფილის წვენს შეუძლია გააყუჩოს ტკივილი ბუასილის დროს, აღადგინოს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი.
იმისათვის რომ გავაკეთოთ კომპრესი, საჭიროა კარტოფილის წვენი. გავხეხოთ წვრილ სახეხზე და გავწუროთ რამდენიმე ფენა დოლბანდით. შემდეგ ავიღოთ სუფთა დოლბანდის ნაჭერი, ამოვავლოთ კარტოფილის წვენში და დავიდოთ მტკივნეულ ადგილას. იმისათვის, რომ კომპრესმა სარგებლობა მოგვიტანოს, დავიდოთ 10-11 დღის განმავლობაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.