» » » 5 გამოცდილი რეცეპტი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ

5 გამოცდილი რეცეპტი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ

ჰიპერტენზია საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა და შემდგომში წნევის მუდმივად მომატებული ხასიათი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ღირს ხელების ჩამოშვება. არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლა მხოლოდ შესაძლებელი კი არა, აუცილებელია.

ჰიპერტენზიის მკურნალობა:
  • იღებენ 6 წილ ასკილის ნაყოფს, 5 წილ კუნელის ნაყოფს, 4 წილ მხოხავ ჭანგას ფესურას, 3 ნაწილ ლურჯეკალას ფესურას, 3 წილ შავ მოცვის ნაყოფს, 2 წილ თეთრი ფითრის ფოთლებს.
    2 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდგ აჩერებენ 4 საათს და შემდეგ წურავენ. მიიღება 2 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • საჭიროა 5 წილი ასკილის ნაყოფი, 4 წილი ფერულას ბალახი, 4 წილი მანანას ბალახი, 3 წილი შავბალახა, 3 წილი შავი ცირცელის ნაყოფი, 2 წილი ლუჯეკალას ფესურები.
    2-3 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ წყალს, მიჰყავთ ადუღებამდე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ აჩერებენ 4 სთ-ის განმავლობაში და წურავენ.
    მიიღება 2 სუფრის კოვზი 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 100 გრ ძახველის მშრალ ნაყოფს ათავსებენ შესაფერის ჭურჭელში და ასხამენ 1 ლ ცხელ წყალს. შემდეგ ადუღებენ 10 წუთის განმავლობაში. ნახარშსს აციებენ, წურავენ და უმატებენ 90 გრ თაფლს. კარგად ანჯღრევენ.
    მიიღება 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1 თვე. აკეთებენ 1 კვირიან შესვენებას და შემდეგ კვლავ იტარებენ მკურნალობის კურსს. სულ უნდა ჩატარდეს 5-6 კურსი.

  • იღებენ 25-25 გრ ცირცელის მშრალ ნაყოფს, შავი ცირცელის კენკრას, კუნელის ყვავილებს და ერთმანეთში ურევენ. ნარევს ათავსებენ ქვაბში, ასხამენ 1 ლ ცხელ წყალს და ახურავენ თავსახურავს. შემდეგ ამ ქვაბს ათავსებენ "წყლის აბაზანაში" და აცხელებენ 10 წუთის განმავლობაში. აციებენ და წურავენ.
    მიღებული ნახარში მიიღება 1 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 3 თვე. ნახარში სასურველია ყოველდღე დამზადდეს.

  • 5 გრ კუნელის მშრალ ქერქს, 5 გრ შავი ცირცელის ნაყოფს, 5 გრ კვლიავის ნაყოფს, 10 გრ ბარამბოს ფოთლებს, 10 გრ გველის სუროს, 10 გრ. წითელი კუნელის ფოთლებს, 15 გრ ფითრის ბალახს ერთმანეთში ურევენ, ათავსებენ შუშის ჭურჭელში, ასხამენ 750 მლ ადუღებულ წყალს, მჭიდროდ ახურებენ თავსახურს და აჩერებენ 30 წუთს.
    ნაყენს წურავენ და მიირთმევენ 1/2 ჭიქას 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 3 თვე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.