» » » წნევის გაზომვის დროს თქვენ ხშირად უშვებთ შეცოდმებს და შედეგად არასწორ მაჩვენებლს იღებთ

წნევის გაზომვის დროს თქვენ ხშირად უშვებთ შეცოდმებს და შედეგად არასწორ მაჩვენებლს იღებთ

წნევის სწორად გასაზომად მხოლოდ ტონომეტრის, წნევის საზომი აპარატის გამოყენების ცოდნა არ კმარა. ჩვენ ხშირად ვუშვებთ სხვადასხვა გავრცელებულ შეცდომებს წნევის გაზომვის დროს, რის შედეგადაც ვიღებთ არასწორ მაჩვენებელს და ვიწყებთ სხვადასხვა მედიკამენტების მიღებას, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა, სავსე შარდის ბუშტი, ლაპარაკი წნევის გაზომვის დროს - მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც წნევის გაზომვის დროს შეცდომამდე მივყავართ და ვიღებთ არასწორ მაჩვენებელს. სანამ ტონომეტრის მორგებას და წნევის გაზომვას გადაწყვეტთ, აუცილაბად გაიაზრეთ ეს ინფორმაცია და გაითვალისწინეთ რჩევები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.


შეცდომები წნევის გაზომვის დროს



1. სავსე შარდის ბუშტი

წნევის გაზომვის დროს თქვენ ხშირად უშვებთ შეცოდმებს და შედეგად არასწორ მაჩვენებლს იღებთ

წნევის გაზომვამდე აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მიიღოთ 10-15 ერთეულით მეტი მაჩვენებელი.

2. არასწორი ჯდომა



წნევის გაზომვის დროს ზურგით აუცილებლად სკამს უნდა ეყრდნობოდეთ, ხოლო ფეხის გულები იატაკზე გქონდეთ მიბჯენილი. თუ წელის არასწორ პოზას დაიჭერთ და ფეხები ნახევრად ჰაერში გექნებათ, ტონომეტრმა შეიძლება 10 ერთეულით მეტი მაჩვენებელი დააფიქსიროს.

3. ფეხების მოძრაობა



არ გადააჯვარედინოთ ფეხები ჯდომის დროს, რათა ტონომეტრი შეცდომაში არ შეიყვანოთ და შედეგად არასწორი მაჩვენებელი არ მიიღოთ. გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომამ წნევის საზომი აპარატი შეიძლება ცდომილებაში შეიყვანოს და დაახლოებით 8 ერთეულით მეტი დააფიქსიროს.

4. ხელი ჰაერში



თუ წნევის გაზომვის დროს ხელი ჰაერში გექნებათ, ტონომეტრი არასწორ შედეგს დააფიქსირებს. აუცილებელია ამ დროს იდაყვით მაგიდის ზედაპირზს ეყრდნობოდეთ და ხელი სწორად გეჭიროთ. გახსოვდეთ, ხელი ყოველთვის უნდა განათავსოთ ისე, რომ მკლავზე მორგებული ტონომეტრი გულის პარალელურად მდებარეობდეს.

5. ტონომეტრის არასწორად მორგება




არასდროს გაიკეთოთ ტონომეტრი ტანსაცმელზე ზემოდან, რათა თავიდან აირიდოთ წნევის არასწორი მაჩვენებლის დაფიქსირება. ამ ფაქტმა შეიძლება განაპირობოს მაჩვენებლის მატება 5-დან 50 ერთეულამდე. ყოველთვის მოირგეთ წნევის საზომი აპარატი შიშველ მკლავზე.

6. არასწორი ზომის ტონომეტრი

თუ წნევის საზომი აპარატი ხელზე ზედმეტად მჭიდროდ ან მოშვებულად გაქვთ მორგებული, ტონომეტრი აუცილებლად არასწორ შედეგს დააფიქსირებს.

7. საუბარი წნევის გაზომვის დროს



აუცილებლად იყავით ჩუმად, სანამ წნევას გიზომავენ. გარდა იმისა, რომ ასე ხელს უშლით ექიმს პულსაციის მოსმენაში, თქვენ იღებთ დაახლოებით 10 ერთეულით მეტ მაჩვენებელს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები წნევის გაზომვის დროს, რათა შეცდომაში არ შეხვიდეთ. თუ ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!
წყაროmartivad.com
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.