დაბალწნევიანები ხშირად უჩივიან დაღლილობას, აპათიას, გაღიზიანებას, აწეულ მგრძნობელობას სიცხისა და სიცივისადმი. მათ უფრო დიდხანს სძინავთ, ვიდრე ნორმალურ წნევიანებს. ხშირად დაღლილი იღვიძებენ, უშავდებათ თვალები, უჰაერობაში გული მისდით. სისხლის წნევის დაქვეითებას იწვევს სისხლძარღვთა ნეიროჰორმონალური რეგულაციის ტონუსის დარღვევა. ხშირად მიზეზი ხდება, აგრეთვე ცხოვრების არასწორი წესი და კვება. დაბალწნევიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ მათ რაციონში ვიტამინების შემცველობაზე. ცნობილია, რომ ჰიპოტონიის განვითარებას იწვევს ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობა. მისი უკმარისობა უარყოფით გავლენას ახდენს პოტენციაზეც და სქესობრივი ლტოლვის უქონლობა სწორედ ჰიპოტონიის ნიშნად ითვლება. C და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობასაც ადამიანი მიჰყავს დაბალ წნევამდე. განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ჰიპოტონია პანტოტენური მჟავას (ვიტამინი B5 ) უკმარისობის დროს, რომელიც უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალურ მუშაობას, პასუხისმგებელია 50-ზე მეტი ჰორმონის გამომუშავებაზე. თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას, გამოწვეულს სტრესით, რომლის დროსაც იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება პანტოტენურ მჟავაზე, თან სდევს სისხლის წნევის დაქვეითება.
- ავადმყოფმა უნდა მიიღოს დილით უზმოზე 1 ჩ/ჭ ბროწეულის წვენი ან კონიაკი არყის ჭიქით, თუ იტანს და გული არ აწუხებს.
- ძალზედ სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, გამაკაჟებელი პროცედურები, მაგ: ყოველდღიური კონტრასტული შხაპი, კარგია გასეირნება სუფთა ჰაერზე, რეგულარული დასვენებადა სრულფასოვანი ძილი. დაბალწნევიანთათვის სრულიად დაუშვებელია მუდმივი გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, დიდხანს ყოფნა კომპიუტერთან უჰაერო ოთახში, დასვენება დივანზე წამოწოლით და ტელევიზორის ყურებით.
- დაბალი წნევის დროს სასარგებლოა პორტვეინის მიღება - 100 მლ ერთხელ დღეში.
მერყევი წნევა:1 ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი სთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე.