» » » ჩაის სახეობები, რომლებიც მაღალი ან დაბალი წნევის დროს უნდა დალიოთ

ჩაის სახეობები, რომლებიც მაღალი ან დაბალი წნევის დროს უნდა დალიოთ

როცა ბებიას მოულოდნელად თავის ტკივილი აწუხებს, იმწამსვე ტონომეტრს იღებს. თუმცა უკვე ამ აპარატის გარეშეც ხვდება, რაშია საქმე. არტერიული წნევის რყევები ჩვენი ოჯახის პრობლემაა. პირადად წნევას აბებით ვებრძვი, ხოლო ბებია წნევის დასარეგულირებლად ჩაის სვამს.

როგორც მოხუცების უმეტესობა, ბებიაც აბებს თავს არიდებს. როცა თავს შეუძლოდ გრძნობს, წნევის დასარეგულირებლად ჩაის ადუღებს. ამ დროს კვების რაციონს, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ფინჯანი სასწაულმოქმედი ჩაის დალევისას თქვენს ჯანმრთელობაზე დაფიქრდით.

შავი ჩაი

ალბათ, ყველაზე პოპულარული სახეობა საქართველოში. სასმელი როგორც ჰიპერტონიკებს, ასევე ჰიპოტონიკებს უყვართ, თუმცა ექიმები ამ მხრივ კატეგორიულები არიან. შავ ჩაის სისხლძარღვების შევიწროების ეფექტი აქვს. ფინჯანი ძლიერი სასმელი წნევას ზრდის და მაღალ მაჩვენებელს დიდხანს ინარჩუნებს.

რა თქმა უნდა, დღეში რამდენიმე ფინჯანი შავი ჩაი ლიმონით ჰიპერტონიკებს ზიანს არ მიაყენებს. სასმელი დაღლილობას კარგად აქრობს. ჰიპოტონიკებს პოზიტიური ეფექტისთვის ძლიერ მოხარშული ჩაი სჭირდებათ. წნევის დასარეგულირებლად შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი კონიაკი დაუმატოთ. ორგანიზმის ტონუსი დაუყონებლივ აღდგება.

მწვანე ჩაი

არტერიული წნევის რყევებს შეგიძლიათ მწვანე ჩაით ებრძოლოთ. მთავარია, იცოდეთ, რომელი სახეობა გამოგადგებათ. მაგალითად, ჰიპერტონიკებმა მწვანე ჩაის შემდეგ სახეობებს ყურადღება უნდა მიაქციონ:
  • „ფენ იანი“ („ფენიქსის თვალი“)
  • „მოლი იუი ლუნ ტაო“ („ჟასმინის დრაკონის ატამი“)
  • „ხუა ლუნ ჩჯუ“ (ჟასმინის დრაკონის მარგალიტი“)
  • „ტე გუან ინი“
  • „ნაი სიან ძინ სიუანი“ („ოქროს შროშანი“)
  • „და ხუნ პაო“ („დიდი წითელი ხალათი“)


ამ სასმელებს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი და დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ. ნერვულ დაძაბულობას და დაღლილობას აქრობს, ყურადღების კონცენტრაციას ზრდის და თავის ტკივილს აქრობს. ეს ყველაფერი ჰიპერტონიკებში წნევის შემცირებას ხელს უწყობს.

აი, ჰიპოტონიკებმა მწვანე ჩაის ისეთ სახეობებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომლებიც კოფეინს და ფენოლის ნაერთებს დიდი რაოდენობით შეიცავენ:
  • ცერეცო, კატაბალახა, პიტნა, გვირილა, კვლიავი
  • კურნელი, პირშუშხას ფოთლები, შავბალახა, ბერულა

თუ ბალახების მინდორზე შეგროვების შესაძლებლობა არ გაქვთ, ბალახებს ნებისმიერ აფთიაქში თავისუფლად შეიძენთ. ნარევს ასე ეწოდება „ჰიპოტენზიური ბალახები“, მის შემადგენლობაში არის კუნელი, პიტნა, შავი მოცხარი, ბარამბო, შავი ცირცელი.

ჩვეულებრივ, ჰიპოტონიკებს კოფეინზე დაფუძნებულ სასმელებს სთავაზობენ. თუმცა ყავის ზედმეტად მიღება არ ღირს (ნატურალური ყავის ფასიდან გამომდინარე ასეთ მკურნალობას ყველა ვერ გაწვდება). სწორედ ამიტომ, თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სამკურნალო ბალახებს:
  • როდიოლა ვარდისფერი („ოქროს ფესვი“)
  • რაპონტიკუმი
  • ჩინური ლიმონურა
  • ელეუტეროკოკი („ციმბირული ჟენშენი“)

მათ შემადგენლობაში კოფეინი არაა, მაგრამ სასმელს სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი აქვთ. ასეთი სასმელი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის.

როგორც ხედავთ, სასმელის დაუფიქრებლად დალევაც არ ღირს. ყველაფერი კარგია ზომიერად. ვიმედოვნებ, ჩვენი სტატია დაგეხმარათ იმის გარკვევაში, თუ რომელი ჩაი გიხდებათ თქვენ წნევის დასარეგულირებლად.
ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.