» » » რას აღნიშნავს არტერიული წნევის მაჩვენებლები ადრეულ ასაკში: არაფერი გამოგეპაროთ

რას აღნიშნავს არტერიული წნევის მაჩვენებლები ადრეულ ასაკში: არაფერი გამოგეპაროთ

სამწუხაროდ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა მომატებული ან შემცირებული არტერიული წნევაა. ასეთი პათოლოგია ძლიერ მოქმედებს თვითგრძნობასა და, შედეგად, ადამიანის განწყობაზე.

არტერიული წნევის გაზომვის დროს, მიმოიხილება შემდეგი მაჩვენებლები: სისტოლური არტერიული წნევა - ზედა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს წნევის ძალას სისხლის გამოტყორცნის დროს. დიასტოლური არტერიული წნევა - ქვედა საზღვარი, რომლებიც მოწმონს სისხლძარღვების მდგომარეობაზე გულის კუმშვებს შორის პაუზებში.



ადამიანის არტერიული წნევა
არტერიული წნევის ნორმად, ზრდასრულებში ითვლება 120/80 მმ ვერცხლიწყლის სვეტზე. თუმცა, ჩვენ უნიკალურები ვართ, ამიტომაც უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ მაჩვენებლებს.

იმის გასაგებად, თუ როგორი არტერიული წნევა ითვლება ნორმად, საკმარისია ჩვენი ცხრილების გამოყენებაც.




ზემოთ მოცემულ ცხრილებში ჩანს, რომ რაც უფრო დიდი ხნისაა ადამიანი, მიმთ უფრო მაღალია არტერიული წნევის ნორმატიული მაჩვენებლები. ეს ფაქტი დაკავშირებულია ფულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ასაკობრივ ცვლილებებთან.



თუ ხშირად გრძნობთ თავს შეუძლოდ და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არტერიული წნევის ცვლილებების ბრალია, უნდა აწარმოოთ სპეციალური დღიური. მასში ყოველდღიურად უნდა ჩაწეროთ წნევის მაჩვენებლები და მისი ცვლილებები. ერთი თვის შემდეგ უნდა მიმართოთ ექიმს და წარუდგინოთ თქვენი "ექსპერიმენტი".



პროდუქტი, რომლებიც წნევას ზრდის
  1. ჩირი
    დიახ, დიახ, უფრო სასარგებლოა მუჭა ჩირის ჭამა დილით, ვიდრე ფინჯანი ყავა. არტერიულ წნევას ზრდის საკვები, რომლებიც მდიდარია კალიუმითა და ცელულოზით. ყველაზე მეტი კალიუმი მოიპოვება ფინიკსა და გარგრის ჩირში, სასარგებლოა ლეღვის, შავი ქლიავის ჩირებისა და ქიშმიშის ჭამა.

    შემცირებული წნევის მქონე ადამიანებმა ხშირად, დღეში 6-ჯეფრ უნდა მიირთვან, მცირე ულუფებად. არ ღირს ერთ ადგილას ჯდომა - მოძრაობა დაგეხმარებათ წნევის შენარჩუნებაში საჭირო დონეზე. ეს აუცილებელია, თუ დაბალი წნევის გამო გტკივათ თავი და თავბრუ გეხვევათ. მსუბუქი ვარჯიში დილით აუცილებელია.



  2. თხილი
    თხილის სხვადასხვა სახეობა არამხოლოდ კალიუმით, არამედ მაგნიუმით, თუთიით, სელენით, B ჯგუფის ვიტამინებითაა სავსე. ჩვეულებრივი თხილის ასეთი შემადგენლობა წარმოუდგენლად სასარგებლოა ჰიპოტონიკებისთვის.
    მოსახერხებელია ჩირის ან თხილის თან ტარება, თანაც, აბებზე უკეთ მოქმედებს. შეუძლოობის პირველივე ნიშნების დროს მიირთვით მცირე რაოდენობით.



  3. წითელი ცხარე წიწაკა
    ცხარე წიწაკა და სხვა ცხარე სანელებლები მარტივად ზრდის წნევას. ასევე, არტერიულ წნევას ზრდის მარილი წყალთან ერთად, მაგრამ მისი მიღება მცირე ოდენობით შეიძლება - იგი ხომ თირკმლებს აზიანებს. უმჯობესია, მაქსიმალურად მოიხმაროთ სასარგებლო სანელებლები.

    წითელ წიწაკაში მოიპოვება კაპსაიცინი, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, გააჩნია ანტიკანცერული თვისებები და ანელებს დაბერების პროცესს.



  4. ლიმონურა
    ჩინური ლიმონურას ჩირი შეიცავს ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს. როგორც კი 2 ცალ ჩირს შეჭამთ, ცენტრალური ნერვული სისტემა მაშინვე მოვა ტონუსში, წნევა გაიზრდება. ასევე, მოსახერხებელია მისი თან ტარება.

პროდუქტი, რომელიც წნევას ამცირებს
  1. წყალი ლიმონითა და თაფლით
    აიღეთ 250 მინერალური წყალი(არაგაზირებული), ნახევარი ლიმონი და 1 ჩ.კ. თაფლი. დაუმატეთ ლიმონის წვენი წყალს, შეურიეთ თაფლიც. საშუალება 30 წუთში იმოქმედებს.



  2. კეფირი და დარიჩინი
    გასაოცარია, მაგრამ ჩვეულებრივ უცხიმო კეფირს, დარიჩინთან შერევით, შეუძლია წნევის შემცირება. დაუმატეთ 1 ჭიქა კეფირში 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი. ეფექტი საკმაოდ სწრაფად დადგება.



  3. ძახველის კენკრა
    არტერიული წნევის სწრაფად შესამცირებლად დაღეჭეთ რამდენიმე ცალი ძახველი. შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ახალი, ისე გამომშრალი კენკრაც.



  4. ნიახური
    ნიახური არეგულირებს არტერიულ წნევას და თავიდან გაცილებთ წნევის უეცარ ცვლილებებს. თუ დღეში 5-7 ღერო ნიახურს მიიღებთ, გააკონტროლებთ ჰიპერტონიას! მწვანილი უნდა დაღეჭოთ საჭიროების შემთხვევაში.
    როგორ მუშაობს ნიახური? იგი ამცირებს სტრესის ჰორმონს, რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს: სისხლძარღვები გაფართოებილია - სისხლი კარგად ბრუნავს, წნევა არ იზრდება. ყველაფერი მარტივია!



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.