» » » სელის პაწაწინა თესლს უდიდესი ძალა აქვს გასტრიტის, ართროზის და ართრიტის სამკურნალოდ!

სელის პაწაწინა თესლს უდიდესი ძალა აქვს გასტრიტის, ართროზის და ართრიტის სამკურნალოდ!

სელის პაწაწინა თესლს უდიდესი სამკურნალო ძალა აქვს. წინათ ბუნების ამ საოცრებას მხოლოდ გასტრიტის სამკურნალოდ ვიყენებდი. მისი მიღების შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი კარგა ხანს აღარ მაწუხებდა. ერთხელ კი, ნახშირის ხანგრძლივი მიღების შემდეგ, შევამჩნიე, რომ მხოლოდ კუჭი კი არა, სახსრებიც ნაკლებად მტკიოდა. იქნებ მხოლოდ დამთხვევაა - მეთქი. მაგრამ მომდევნო კურსის შემდეგ ეჭვი გამეფანტა. მოგვიანებით ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც ავტორი გვიყვებოდა, როგორ იყენებდა სელის თესლს გასტრიტის, ართროზის და ართრიტის სამკურნალოდ. სელის თესლით მკურნალობისას 3 კგ დავიკელი, თუმცა არავითარი დიეტა არ დამიცავს, არც თავი შემიზღუდავს რამით. ნახარში ასე მზადდება:

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქა სელის თესლს დაასხით 3 ლ ცივი ( სასურველია, წყაროს ) წყალი, შემოდგომით ცეცხლზე და წამოადუღეთ, მერე კი 2 საათი ადუღეთ წყლის აბაზანაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მზა ნახარში უნდა გაწუროთ და სვათ 100 მლ დღეში 6- 8 - ჯერ.
მკურნალობის კურსი 18 დღეა. 3 დღეში ერთხელ აუცილებელია ახალი ნახარშის მომზადება. ასეთი წამალი აჩქარებს კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, გარდა ამისა, წმენდს ორგანიზმს მარილებისგან. ამცირებს ანთებით პროცესს და სწორედ ამის შედეგია, რომ სახსრებში ტეხის შეგრძნება და ტკივილი თანდათან ქრება. ცოტა ხნის წინ კი წავიკითხე, რომ სელის თესლის ფაფას ძვლის ტვინის ანთების და ძნელად შეხორცებადი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებენ. სამკურნალო ფაფის მოსამზადებლად აიღეთ მეოთხედი ჭიქა სელის თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ფაფა მზად იქნება. ის უნდა გაახვიოთ სელის სტერილურ ხელსახოცში, უმჯობესია ძველში, რადგან იგი ახალზე გაცილებით რბილია, თხელია და შესანიშნავად იწოვს ტენს, დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, ძვალზე, ჭრილობაზე და გააჩერეთ, ვიდრე არ გაშრება. საფენი უნდა გაიკეთოთ დღეში 2 - 3 - ჯერ.

ექიმის კომენტარი:
სელი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც შემომგარსველი საშუალება. მედიცინა იყენებს თესლის ქატოს. მას ასველებენ ცხელი წყლით და ცხელ საფენებს იდებენ დამწვარ კანზე, როგორც დამარბილებელს. იყენებენ ლინიმენტების სახითაც. სელის ზეთისგან ამზადებენ პრეპარატ ლინეთოლს. ის წარმოადგენს უჯერო ცხიმოვანი მჟავების ეთილის ეთერების კომბინირებულ პრეპარატებს, ნაჯერი მჟავების მცირე მინარევით ( 9 - 11 % ). ადრე ლინეთოლს უნიშნავდნენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის - დასალევად ,დამწვრობის და კანის სხივური დაზიანებისას - საფენებად. ამჟამად დადგენილია, რომ მცენარეული უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მცირეა ცხოველურ ზეთებში, მათშივე არსებულ ფისტოსტერინებთან - ტოკოფეროლთან ერთად თრგუნავს ათეროსკლეროზის განვითარებას. ისინი, ამავდროულად, ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ბუნებრივ წინამორბედებს. პროსტაგლანდინები კი მოქმედებენ ცხიმოვან ცვლაზე, აგანიერებენ ბრონქებს და საშვილოსნოს, ამცირებენ ინფარქტის რისკს. ლინეთოლი შედის რამდენიმე აეროზოლურ პრეპარატებში, ამზადებენ ლინეთოლის 5 %- იან საცხსაც.
წყაროfpaparazzi.com
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.