სელის შემცველი პროდუქტების მიღებიდან, უკვე 4 კვირის შემდეგ ხდება "ცუდი" ქოლესტერინის დონის შემცირება სისხლში.
ხალხურ მედიცინაში სელს იყენებენ ხველების, კოლიტების და შეკრულობის სამკურნალოდ.
თანამედროვე მედიცინაც არ უარყოფს ამ ბუნებრივი წამლის გამოყენებას. სელის თესლებიდან მიღებული პრეპარატები წარმატებით გამოიყენება, ისეთი დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, როგორიცაა ათეროსკლეროზი, იშემია, გულის დაავადებები, თრომბოზი და სიმსივნეები.
სელის თესლის ნახარში შეშუპების მოსახსნელად და გულის მუშაობის სტიმულაციისათვის
ინგრედიენტები:
- სელის თესლი - 40 გრ
- ლიმონი - 1 ც
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ 10-15 წთ. ჭურჭელს დავახუროთ თავზე და დავაყენოთ თბილ ადგილას 1 სთ-ით. გაწურვა არ უნდა. მიღების წინ დავუმატოთ ლიმონის წვენი. მივიღოთ ცხელი ნახარში - 10 მლ 6-8-ჯერ დღეში 2 საათიანი ინტერვალით.
სელის თესლის ნახარში დიარეის სამკურნალოდ
ინგრედიენტები: - სელის თესლი - 10 გრ
- წყალი - 100 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 15 წთ. მზა ნახარში კარგად გავწუროთ. გამოვიყენოთ ოყნისთვის ერთხელ დღეში. სელის თესლის ნახარში რეკომენდებულია აგრეთვე ბუასილის და სწორი ნაწლავის ანთების დროს. პროცედურის ჩატარების შემდეგ 1 სთ-ით წოლა.
სელის თესლის ნახარში პოდაგრის და რევმატიზმის მკურნალობაში
ინგრედიენტები: - 20 გრ სელის თესლი
- წყალი - 400 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი და დავდგათ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ით. შემდეგ - ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ, პერიოდულად შევანჯღრიოთ. ნახარში გავწუროთ დოლბანდში. მივიღოთ 10 მლ 4-5-ჯერ დღეში.
სელის თესლის ნახარში წყალმანკის მკურნალობაში
ინგრედიენტები: - 20 გრ სელის თესლი
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 15 წთ. თავდახურულ ჭურჭელში, შეფუთული დავაყენოთ 1 სთ.
მივიღოთ ცხელი ნახარში - 100 მლ ყოველ 2 სთ-ში ერთხელ (6-9-ჯერ დღეში).
სელის თესლის ნახარში ხველების დროს
ინგრედიენტები: - 20-30 გრ სელის თესლი
- წყალი - 400 მლ
- ძირტკბილას ძირები - 20-30 გრ
- ანისული - 7-10 გრ
- ცაცხვის თაფლი - 400 გრ
მომზადების წესი:
სელის თესლს დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, შევანჯღრიოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ, დავუმატოთ ძირტკბილა და ანისული, ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთს. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ 5 წთ. მიღების წინ ნახარში დოლბანდში გავწუროთ. მივიღოთ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.