სელის თესლი სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დიეტას იცავს, ვინაიდან იგი მდიდარია მარტივად ათვისებადი ცხიმებითა და ცელილოზით, რისი დამსახურებითაც უფრო სწრაფად ჩნდება დანაყრების შეგრძნება და ნებისმიერი იმ პროდუქტის საკვები ღირებულება რამდენჯერმე გაიზრდება, რომელსაც სელის თესლთან ერთად მიირთმევთ.
რითაა სასარგებლო სელის თესლი
მისი ძირითადი სარგებელი მოიცავს სამ კომპონენტს: ცელულოზას, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებსა და ლიგნანებს. В და Е ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, კაროტინი, მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, კრემნიუმი, სპილენძი, ნიკელი, მარგანეცი, მოლიბდენი, კობალტი და ქრომი კი აძლიერებს მის სამკურნალო ეფექტს.
- ცელულოზა
ცელულოზას ბოჭკოები, ხსნადი და უხსნელი, აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ბლოკავს მის შეწოვას ნაწლავების მიერ. - ცხიმოვანი მჟავები
სელის თესლი - ომეგა-3ის ყველაზე მდიდარი წყაროა. ეს ნაერთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უჯრედის მემბრანისთვის, ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლიან თრმობების გაჩენას, რომლებიც იწვევს ინფარქტსა და ინსულტს.
სწორედ ცელულოზასა და ცხიმოვანი მჟავების კომბინაცია ხდის სელის თესლს ასე ეფექტურს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. - ლიგნანები
საუკეთესო სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტისთვის, დააფქვიეთ სელის თესლი ყავის საფქვავში უშუალოდ მიღებამდე. საკვების ძირითად მიღებამდე 30 წუთით ადრე აიღეთ მიღებული ფქვილის 1 ჩ.კ. და მიირთვით დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.