სელის სარგებელი ორგანიზმისთვის
სელის თესლი ბუნებრივი, თავისი შემადგენლობით უბადლო ზეთის წყაროა. იგი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, გეხმარებათ გასტროენტერიტთან, ალერგიასთან, ათეროსკლეროზთან, ყაბზობასთან და ტოქსინებთან ბრძოლაში. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სელის თესლები საშინაო პირობებში.
როგორ მოვიხმაროთ სელი
- მშრალი სელის თესლი
დილაობით მიირთვით კეფირი 200-250 გ სელის მშრალი თესლის დამატებით. ასეთი კოქტეილი გაწმენდს ორგანიზმს და აგავსებთ სასარგებლო ნივთიერებებით მთელი დღის მანძილზე. - სელის კისელი
გასტრიტის ან კუჭის წყლულის დროს, კისელი დაავადებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. 250 გ სელის მშრალ თესლს დაასხით 300 მლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, 10-15 წუთით. როცა წყალი ოდნავ გაგრილდება, კისელი უფრო გასქელდება და მისი მირთმევაც შეგეძლებათ. - სელის ამონაცენი
ამონაცენი სელი სასარგებლოა ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. როცა კუჭის პრობლემა არსებობს, ეს საშუალება ყველაზე ეფექტურად დაგეხმარებათ. მიირთვით დილით, უზმოზე, 10 გ ამონაცენი სუფთად ან დაუმატეთ სალათში.
- სელს ბნელ ადგილას 2 დღის მანძილზე ზრდიან. ამისთვის დაგჭირდებათ ბინტი ან ბამბის ქსოვილი, წყალი და 2 ს.კ. სელის თესლი.
- ჩაალბეთ ქსოვილი წყალში, გადაანაწილეთ სელის თესლი მასზე, ზემოდანაც დაახურეთ სველი ქსოვილი. ქსოვილი არ უნდა გამოშრეს, თორემ სელი არ ამოცენდება.
- ორი დღის შემდეგ მოსავლის აღება შეგიძლიათ. სელის თესლი გამოყოფს ლორწოს, ამიტომ გარეცხეთ იგი გამდინარე წყალში და მოათავსეთ ქილაში. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში 5 დღით. შეგიძლიათ, სელის ამონაცენი შეურიოთ თაფლს - ასე უფრო გემრიელია და 1 თვით შეინახება.
იმისათვის, რომ წამალი საწამლავად არ იქცეს, არავითარ შემთხვევაში არ დადგათ სელი მზეზე. სასარგებლო ზეთები ამჟავდება, ამონაცენები გადასაყრელი გახდება.