რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთი შეხედვით არც თუ ისე საშიშმა ობმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის, ნერვული სისტემის, სახსრების დაზიანება და იმუნური სისტემის დასუსტება. ობის სოკოს სპორებს, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით ჩვენს ორგანიზმში ხვდება, კიბოს პროვოცირებაც კი შეუძლია.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა რამდენიმე ძალიან ეფექტურ საშუალებას - მათი გამოყენების შემდეგ სახლში ობის კვალიც კი არ დარჩება! ეს სწორედ ის საშუალებებია, რომელთაც ჩვენი ბებიები და დიდი ბებიები იყენებდნენ.
როგორ გავუმკლავდეთ ობს?
1. წყალბადის ზეჟანგი
აიღეთ 1 სუფრის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და დაუმატეთ მას ანალოგიური რაოდენობით საჭმელი სოდა და ძმარი. მიღებული მასა გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში და კარგად მიაპკურეთ ის სახლის ყველა იმ მიდამოში, სადაც ობია გავრცელებული. გამოიყენეთ ეს საშუალება პერიოდულად, რათა დაიცვათ თავი ობის კვლავ გავრცელებისგან.
2. ძმარი
როგორც მოგეხსენებათ, ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელსაც სოკოს სპორების განადგურებაც კი შეუძლია. აიღეთ ½ ჩაის ჭიქა დისტილირებული თეთრი ძმარი და ჩაასხით ის სპრეი-ბოთლში. მიაპკუეთ ის ობს, დატოვეთ სამოქმედოდ 1 საათით და შემდეგ გაწმინდეთ ტენიანი ქსოვილით.
3. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთი, მართალია, არც თუ ისე ბიუჯეტური პროდუქტია, თუმცა ის ძალიან ეფექტურია ობის გასანადგურებლად. აიღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ ეს საშუალება სპრეი-ბოთლში და ჭარბად მიაპკურეთ ის ობს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით.
4. საჭმელი სოდა
საჭმელი სოდა, წყალი და ძმარი - საუკეთესო კომბინაცია ობის გასანადგურებლად. მოამზადეთ ხსნარი, მოათავსეთ ის სპრეი ბოთლში და კარგად მიაპკურეთ ობის გავრცელების ადგილებში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაწმინდეთ ტენიანი ქსოვილით.
სტატიაში წარმოდგენილი ოთხივე მეთოდი ძალიან ეფექტურია ობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და შეუდექით ამ უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას დღეიდანვე, რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!