» » » ჩაიტარეთ 2 წუთიანი პროცედურა კვირაში ორჯერ და პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გაქრება

ჩაიტარეთ 2 წუთიანი პროცედურა კვირაში ორჯერ და პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გაქრება

ორალური ჯანმრთელობა ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, თქვენ რეგულარულად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები ისეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, როგორიც კარიესი, ყვითელი ნადები და კბილის ქვაა.

სამწუხაროდ, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ყოველთვის არ არის საკმარისი მისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. უსიამოვნო სუნი, ღრძილების დაავადებები, ყვითელი ნადების გაჩენა - ყოველივე ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა როდია... არსებობს არაერთი სამეცნიერო კლვევა, რომლის მიხედვითაც დადგენილია პირდაპირი კავშირი პირის ღრუსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სერიოზულ პრობლემებს შორის, როგორიც გულის შეტევა, ნაადრევი მშობიარობა და შაქრიანი დიაბეტია.

კბილების რეგულარული ხეხვის მიუხედავად, ნადები გროვდება ღრძილების გასწვრივ, რის შედეგადაც წარმოიქმნება იდეალური გარემო სხვადასხვა მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული ინფექციები, როგორიც გინგვინიტი და პერიოდონტიტია.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ, რეგულარულად მიმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სტომატოლოგთან ვიზიტი თქვენთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ან უბრალოდ ამისთვის საკმარისი ფინანსები არ გაქვთ, მიმართეთ დახმარებისთვის სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს, რომელთა დამზადებას დამოუკიდებლად შეძლებთ სახლის პირობებში. დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორედ ერთ-ერთი ასეთ ყველაზე ეფექტური საშუალება გაგაცნოთ, რომელიც მარტივად გაუმკლავდება ნადებს, უსიამოვნო სუნს, თავიდან აგარიდებთ პირის ღრუს ინფექციებს, კარიესს, კბილის ქვის ფორმირებას და ა.შ.

ინგრედიენტები:
  • 1 ჭიქა (200 მლ) ცივი წყალი;
  • ½ ჭიქა თბილი წყალი;
  • ½ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი;
  • 1 ს.კ. საკვები სოდა;
  • ½ ჩ.კ. მარილი.

ინსტრუქცია:
  1. შეურიეთ ერთმანეთში მარილი და სოდა. წყალში დასველებულ ჯაგრისზე დაიტანეთ მცირეოდენი ეს ნარევი და იხეხეთ კბილები რამდენიმე წუთის განმავლობაში.

  2. თბილი წყლისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი გამოივლეთ კარგად პირის ღრუში (არ გადაგეყლაპოთ ის). პირის ღრუს გამორეცხვის შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად გაიხეხეთ კბილები მარილისა და სოდის ნარევით, შემდეგ კი გამოივლეთ ცივი წყალი.

  3. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ, რათა სამუდამოდ დაივიწყოთ პირის ღრუსთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.