სწორედ ამიტომ, თუ თქვენ სოკოვანი ინფექცია გაწუხებთ, გირჩევთ, პრობლემის გადაჭრის გზა ნატურალურ საშუალებებში ეძებოთ. დღევანდელ სტატიაში მსურს, შემოგთავაზოთ ერთი საოცრად ეფექტური რეცეპტი, რომელსაც "სოკოს მკვლელს" უწოდებენ. მოცემული საშუალება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და თამამდ შემიძლია ვთქვა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რაც კი არსებობს.
როგორ დავამარცხოთ სოკოვანი ინფექცია
ინგრედიენტები:
- 50 მლ 90%-იანი ეთილის სპირტი;
- 50 მლ წყალბადის ზეჟანგი;
- 2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი.
მომზადების წესი:
მინის ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი, მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად გადაურიეთ. შეინახეთ მზა საშუალება მშრალ და გრილ ადგილზე.
გამოყენების წესი:
დაიბანეთ ფეხები კარგად, გაიმშრალეთ და მომზადებულ ნარევში დასველებული ბამბით კარგად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები და კანის მონაკვეთები. ეს საშუალება უნდა გამოიყენოთ დღეშ 2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე. დაახლოებით 2 კვირაში სასიამოვნო ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ სოკოვანი ინფექციის სრულად დასამარცხებლად აუცილებელია ორგანიზმის გატუტოვნება. რა თქმა უნდა, არსებობს სპეციალური აბები, თანაც საკმაოდ ეფექტური, რომელთა შინაგანად მიღების შედეგად სოკოვანი ინფექცია ნადგურდება, თუმცა მსგავსი სააფთიქაო პრეპარატებისთვის მრავალი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, ორგანიზმის გასატუტოვანებლად უმჯობესია სწორი კვება და კვების რაციონის სპეციალური პროდუქტებით გამდიდრება.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!