» » ჩაასხით სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში. ვწუხვარ, რომ ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდი

ჩაასხით სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში. ვწუხვარ, რომ ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდი

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს სუფრის ძმარი... ამ უნივერსალური პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია ფილებიდან და ონკანის ემალირებული ზედაპირიდან უსიამოვნო ნადების მოშორება, სარკეების გაპრიალება, ჭურჭლიდან რთული ლაქების მოშორება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, სუფრის ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად.

ჩაასხით სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში. ვწუხვარ, რომ ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდი

''რჩევები''-ს რედაქცია გთავაზობთ 5 ძალიან საინტერესო მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ყოველთვის ასე რეცხვის დროს.
  1. სუფრის ძმარს აქვს დამარბილებელი ეფექტი. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი არაჩვეულებრივია უხეში ან ზედმეტი სქელი ქსოვილის გასარეცხად.

  2. ძმარი - ძალზედ ეფექტური ლაქების ამომყვანი საშუალება. კონკრეტული ნივთის გარეცხვამდე ოფლისა და ცხიმის რთული ლაქები დაამუშავეთ მცირეოდენი სუფრის ძმრით, ხოლო რეცხვის დროს უშუალოდ სარეცხ მანქანაში ჩაამატეთ 50 მილილიტრი ეს საშუალება, რათა ყველაზე რთული და ღრმა ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩეს!

  3. ტანსაცმელში გამჯდარი, გაჟღენთილი უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად რეცხვის დროს ჩაამატეთ სარეცხ მაქნანაში 100 მილილიტრი ძმარი.

  4. თუ თქვენ პერიოდულად სტუმრობთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს, კარგად გეცოდინებათ, რამდენად რთულია სპეციფიკური სუნის მოშორება ამ ნივთებიდან. სარეცხ მანქანაში მათი გარეცხვის შემდეგ გაავლეთ ისინი სუფრის ძმარში. პრობლემა გადაჭრილია!

  5. თითოეულმა გამოცდილმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ რამდენად რთულია ჟანგის ლაქის ამოყვანა ტასნაცმლიდან. მოამზადეთ პასტისებრი მასა სუფრის ძმრისგან და მარილისგან. დაამუშავეთ ლაქა მომზადებული საშუალებით და დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით. გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ. ლაქისგან კვალიც კი არ დარჩება!

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ეს პროდუქტი არაჩვეულებრივია თავად სარეცხი მანქანისთვის. რეგულარულად თქვენს სარეცხ მანქანაში სუფრის ძმრის ჩამატებით დააზღვევთ მას ობის გაჩენისგან, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მექანიზმზე.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის დაქალებისთვის გაზიარება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.