» » » კანის ნაადრევი დაბერების 5 ძირითადი მიზეზი, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება.

კანის ნაადრევი დაბერების 5 ძირითადი მიზეზი, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება.

5 ძირითადი მიზეზი არსებობს, რაზეც ჩვენი კანის სილამაზე და ახალგაზრდობა არის დამოკიდებული და რომლებიც მის სიბერეზე გავლენას ახდენენ.

1. წყალი

როცა ასტრონავტები სხვა პლანეტაზე სიცოცხლეს ეძებენ, პირველ რიგში წყალს ეძებენ. წყლის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იარსებებს. ტენის ნაკლებობა კანის აქერცვლას და ნაოჭების გაჩენას იწვევს. ხშირი და დიდი რაოდენობით წყლის დალევა კანს აუცილებელი წყლით ვერ უზრუნველყოფს. უბრალო დაბანაც საკმარისი არაა. გაუწყლოებული კანი დროთა განმავლობაში სტურქტურას იცვლის, ამიტომ უწყვეტლივ უნდა დაატენიანოთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც წყლის მოლეკულებს აკავებენ.

დამატენიანებლები არსებობს დამხშობი (კანის ზედაპირზე ფირს ქმნიას, რომელიც ტენს აორთქლების საშუალებას არ აძლევს), საკუთრივ დამატენიანებელი და ბიოდერმულად აქტიური (კანის რქოვან ფენას აღადგენს და დაცვას ზრდის).

2. მზე

მზის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მზის დეფიციტი დეპრესიასაც კი იწვევს, მაგრამ როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგია ზომიერად. მზის სხივების ზემოქმედებით კანის უჯრედები ჟანგვითი სტრესის პირობებში მუშაობას იწყებენ, ამიტომ კანი უხეშდება და მოქნილობას კარგავს. ასე 30-40 წლის შემდეგ კანის პიგმენტაცია მოყვითალო ფერს იძენს და სისხლძარღვების ვარსკვლავები ჩნდება. 40 წლის შემდეგ ნაოჭები უკვე მთელ სახეზე ჩნდება. რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი კრემები არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წელი უნდა გამოიყენოთ და კანი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან დაიცვათ. 11:00-დან 17:00 საათამდე რუჯის მიღება რეკომენდებული არაა.

3. სტრესი

არსებობს ასეთი გამოთქმა: „ყველა დაავადება სტრესით გამოწვეულია“. ცხოვრებისეული აღელვება უკვალოდ არ ქრება. ის ორგანიზმში გროვდება და ნერვული სისტემების დარღვევას იწვევს, რაც კანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ცხოვრების ამჟამინდელი ტემპით შეუძლებელია არ ინერვიულოთ. სწორედ ამიტომ, პიტნის ჩაი დალიეთ, კანისთვის კი ყინულის მასაჟი გაიკეთეთ. ამისთვის სალბის ან გვირილას ნაყენი წინასწარ გაყინეთ და დილით სახე ასეთი ყინულის კუბებით დაიმასაჟეთ. ასეთი მასაჟის წყალობით სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და კანი დაჭიმული გახდება.

4. სიგარეტი

თამბაქოს მოწევის დროს კანის მოქნილობა მცირდება. კანი ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების საკმარის რაოდენობას ვერ იღებს. მწეველებს ჩვეულებრივ მონაცრისფერო სახე აქვთ, თავად კანი კი ჩამოწელილი და უსიცოცხლოა.

5. ტოქსინები

ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება საჭმლის მონელების პრობლემებს, წონის მატებას და თმის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ტოქსინებით გადატვირთვის დროს შემაერთებელი ქსოვილები იტანჯება - კანი მოქნილობას და ელასტიკურობას კარგავს. ტოქსინების გაწმენდის შედეგად ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და კანის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. მხედველობაში იქონიეთ, რომ ვიტამინების დეფიციტი კანის ნაადრევი დაბერების რისკს ზრდის. მაგალითად, E ვიტამინს ხალხში სილამაზის ვიტამინს უწოდებენ, რადგან ის ჟანგვითი რადიკალების დამანგრეველ მოქმედებას აფერხებს და ამით კანის დაბერებას ხელს უშლის. თქვენი კვება როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს, გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს სჯობს ვიტამინების დანამატები მიიღოთ.
წყაროpaparazzi.ge
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.