» » » ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა წყლის აბაზანების გარეშე შეუძლებელია...

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა წყლის აბაზანების გარეშე შეუძლებელია...

არის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რამაც შეიძლება ფრჩხილის ჩაზრდა გამოიწვიოს. თუ თქვენ კარგად დაიმახსოვრებთ ამ მიზეზებს, მაშინ უკეთესი პროფილაქტიკაც არ არსებობს.

პირველ რიგში, ეს ფრჩხილების არასწორი მოვლაა. შესაძლოა ეს ბევრ ქალბატონს არ მოეწონოს, რადგან კლასიკურ პედიკურს ყველა იკეთებს. ფრჩხილების დაჭრა და მათი მოქლიბვის საქმე იმაშია თუ როგორ იკეთებთ ამას. იმისათვის, რომ ფრჩხილი არ ჩაგეზარდოთ გვერდითი კუთხეებ სწორად უნდა მოჭრათ. მათი შეცდომაა ვინც ძირში იჭრის ფრჩხილებს და კუთხეებს იქლიბავს.

ეს არის მოკლე გზა ფრჩხილის ჩაზრდისთვის. მეორე რიგში, ძალიან ვიწრო და მოჭერილი ფეხსაცმლის ხმარებაა. ეს იწვევს ფრჩხილის კუთხეების დეფორმირებას, რის შედეგადაც იგი მჭიდროდ ებჯინება რბილ ქსოვილს. მესამე რიგში, ტრავმა ფრჩხილის ან ტერფის დიდი თითის. ასე მაგალითად, დარტყმამ ან მძიმე საგნის დაცემამ შეიძლება ფრჩხილის დეფორმაცია გამოიწვიოს, ფეხისწვერებზე სიარულმა რაიმე სპორტის სახეობისას და ა.შ.

მეოთხე რიგში, წინასწარგანწყობის შემქმნელი ფაქტორი შეიძლება იყოს ფრჩხილის ბუდის ანომალია, ასევე სხვადასხვა დაავადება და გენეტიკური ფაქტორი.

ფეხები აბაზანაში

ასეთი დაავადების დროს წყლის აბაზანების გარეშე შეუძლებელია. თუკი ჩაზრდილი ფრჩხილის გარშემო ქსოვილი ანთებითია, რეკომენდირებულია თბილი აბაზანები.
  • გვირილის აბაზანა, თუ ჩაზრდილი ფრჩხილი იმყოფება საწყის სტადიაში, მაშინ კარგი იქნება ყოველდღიური გვირილის აბაზანები: 6 სადილის კოვზი გვირილას დაასხით 2 ლ ადუღებული წყალი. დაახურეთ და გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ და გააცხელეთ. ნაყენში ფეხები გააჩერეთ სანამ არ გაგრილდება. ეს პროცედურა საშუალოდ 15 წუთი გრძელდება.

  • მცენარეული ზეთის აბაზანა ფრჩხილების გასამაგრებლად და ჩაზრდის პროფილაქტიკისთვის კარგია კვირაში - 2-ჯერ. გავიკეთოთ თბილი ზეთის აბაზანები, რაშიც იქნება დამატებული 3 წვეთი იოდი ან ლიმონის წვენი რის შემდეგაც თითებს სალფეთქით შეიმშრალებთ და რამდენიმე საათი არ დაიბანთ წყლით.

  • ვაშლის ძმრის აბაზანა. სასარგებლოა 10 წუთიანი მცენარეული ზეთის აბაზანები, ვაშლის ძმარით თანაბარი რაოდენობით.

  • მარილიანი აბაზანები. ასეთი აბაზანა უნდა იყოს თბილი და მარილიანი. რეკომენდებულია ასეთ აბაზანაში ცოტა მარგანცოვკის ან ფურაცილინის დამატება. კანი ფრჩხილის გარშემო და თვითონ ფრჩხილიც ასეთი აბაზანის შემდეგ რბილდება რის შემდეგაც შეიძლება მარტივად მისი აწევა. იმისათვის, რომ მის ქვეშ წამლიანი ტამპონი დაიდოთ, რითიც ცოტათი მაინც შეამცირებთ ფრჩხილის ზეწოლას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.