კაკაოს ცხიმი

აღადგენს და იცავს კანს.
კაკაოს ცხიმი "მშრალი" ცვილი და კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა - კანზე ქმნის დამცავ ფენას და მას სირბილესა და ტენიანობას უნარჩუნებს. ასევე ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და ებრძვის ნაოჭებისა და სტრიების გაჩენას; აუმჯობესებს კანის ელასტიკურობასა და ფერს.
ამშვიდებს მგრძნობიარე კანს.
სასარგებლოა ყველა ტიპის კანისთვის. ვინაიდან შეუძლია კანიდან წყლის აორთქლება შეანლოს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ისეთი სახის კანისთვის, რომელიც აკნესა და ლაქებისკენაა მიდრეკილი (ახშობს ფორებს).
აჯანსაღებს და ამშვიდებს კანს.
კარაქი კანისა და თმისთვის ბუნებრივი დამარბილებელი და ემულგატორია. აქვს დაუჯერებლად კარგი დამატენიანებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი, რის გამოც იდეალური ინგრედიენტია კანისა და თმის პრეპარატებისთვის.
კაკაოს მარცვლები

მათგან ცვილისებრი ცხიმი იწარმოება, რომელიც კანისა და თმის კარგი დამატენიანებელია.
შიის კარაქი

აჯანსაღებს და ამშვიდებს კანს.
შიის კარაქი ძლიერი დამატენიანებელი ინგრედიენტია ბრწყინვალე სამკურნალო თვისებებით. მასში უხვადაა A ვიტამინი, რომელიც აუმჯობესებს კანს ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა: ფსორიაზი, კანის ალერგია და გაღიზიანებული გამონაყარი. სასარგებლოა გამომშრალი კანისთვის.
აღადგენს და იცავს კანს.
ნაზი და ეფექტური დამატენიანებელი შიის კარაქი ოლეინის მჟავას შეიცავს, რომელიც ნაჯერი ცხიმმჟაა და ჰარმონიულად ერწყმის კანის მიერ ბუნებრივად გამომუშავებულ ცხიმს. იგი ადვილად შეიწოვება და სხვა აქტიური ინგრედიენტების შეწოვასაც უწყობს ხელს. თუ შიის კარაქს საპარს კრემში გაურევთ, კარგ საპარს საშუალებას მიიღებთ.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
შიის კარაქი კანის მოვლის ნაწარმის შესანიშნავი დანამატია. მასში 5-10% ფიტოსტერილებია (ჰორმონები, რომლებიც კანის უჯრედების ზრდას უწყობს ხელს). ასევე, იგი E ვიტამინსაც შეიცავს და კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს.