» » » 11 მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ არასაკმარისი რაოდენობით სვამთ წყალს

11 მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ არასაკმარისი რაოდენობით სვამთ წყალს

არ არსებობს სამყაროში იმაზე უფრო კარგი გამომაფხიზლებელი საშუალება, ვიდრე ერთი მაღალი, ყინულივით ცივი წყალია. ხანდახან, უბრალოდ წყლით სავსე ჭიქა იმაზე უფრო მეტად გაკმაყოფილებთ, ვიდრე ყავა ან ჩაი. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი არ სვამს წყალს საკმარისი ოდენობით დღის მანძილზე. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის მოკლებით, ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ზიანს ორგანიზმს.

რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ სიმპტომებს, რომლებიც წყლის ნაკლებობაზე მიუთითებს ორგანიზმში. თუ რამდენიმე მათგანი მაინც შენიშნეთ, აუცილებლად გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა ყოველდღიურად.

  1. მშრალი პირის ღრუ
    ყოველთვის, როცა წებოვანი, უსიამოვნო შეგრძნება გიჩნდებათ პირის ღრუში, რა თქმა უნდა, სასმელს მისწვდებით მაშინვე, თუმცა შაქრიანი სასმელი მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა ამ პრობლემისა. წყლის დალევა პოხავს უჯრედების მემბრანებს პისა და ყელში, რაც ხელს შეუწყობს პირის ღრუს მუდმივ სისველესა და ნერწყვის გამოყოფას.

  2. მშრალი კანი
    კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა ამიტომ მას, რაღა თქმა უნდა სჭირდება ჰიდრატაცია. ფაქტია, რომ კანის გამოშობა დეჰიდრატაციის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია, რაც უფრო რთულ პრობლემებს გამოიწვევს. წყლის ნაკლებობა ნიშნავს ოფლის ნაკლებობასაც, რაც ხელს შეუშლის სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას.

  3. მუდმივი წყურვილი
    ნაბახუსევი ვისაც ჰქონია, ნებისმიერი გეტყვით, ომ გაღვიძებისთანავე წყლის მოთხოვნილება გაათმაგებულია. ალკოჰოლი აუწყლოებს მთელ ორგანიზმს, წყლის დონის აღდგენამდე კი მუდმივად გწყურიათ. უსმინეთ თქვენს სხეულს, მან კარგად იცის, რაც გსურთ.

  4. თვალების გამოშრობა
    წყლის ნაკლებობა გამოიწვევს სიმშრალეს თვალებშიც. თუ ორგანიზმში წყალი არაა, ვერც ცრემლები გექნებათ, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს თვალებში, განსაკუთრებით, თუ საკონტაქტო ლინზებს ატარებთ.

  5. სახსრების ტკივილი
    ჩვენი ხერხემლის დისკები 80%-ით შედგება წყლისგან. ეს ორგანოები აუცილებელია, რათა ჩვენი ძვლები ერთმანეთზე ხახუნისგან დაიცვას. სხეულის გაწყლოვანებით, თქვენ დაიცავთ სახსრებს დაზიანებებისგან.

  6. კუნთოვანი მასის შემცირება
    კუნთები, ასევე, ძირითადად წყლისგან შედგება. რასაკვირველია, ნაკლები წყალი ორგანიზმში პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ კუნთოვან მასას. წყლის დალევა ვარჯიშამდე, დროს და შემდეგ არამხოლოდ კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, არამედ მიაწოდებს წყალს საჭირო ორგანოებს, ამცირებს ანთებისა და ინფექციების რისკს, რომლებიც შეიძლება ვარჯიშმა გამოიწვიოს.

  7. უფრო დიდხანს ხართ ავად
    წყლის დალევა სხეულს საშუალებას აძლევს, მუდმივად გამოდევნოს ტოქსინები. ორგანოები ფილტრავს კონკრეტული პროდუქტის ნარჩენებს, თუმცა თუ მათ საჭირო "საწვავს" არ მისცემთ, ისინი ნორმალურად ვერ იმუშავებს. ამ დროს, დეჰიდრატირებული ორგანოები იწყებს წყლის გამოთხოვას სხეულის სხვა ნაწილებიდან(სისხლიდან მაგალითად), რაც იწვევს სულ ახალ პრობლემებს.

  8. მუდმივად დაღლილი ხართ
    როგორც ზემოთ ვახსენეტ, როცა სხეული გაუწყლოებულია, წყალს ითხოვს სისხლისგან. გაუწყლოებული სისხლი იწვევს ჟანგბადის უკმარისობას მთელ სხეულში, რის შედეგადაც გეწყებათ ძილიანობა და დაღლილობა.

  9. შიმშილის შემოტევებს განიცდით
    როცა გაუწყლოებული ხართ, სხეული ფიქრობს ხოლმე, რომ საკვები გჭირდებათ. ეს დღის განმავლობაში ხშირად ხდება, ხანდახან კი ღამითაც გეღვიძებათ საკვების მოთხოვნილებით. თუმცა, საკვების მიღება უფრო მეტ დატვირთვას ქმნის სხეულში, რა დროსაც უფრო დიდი რაოდენობის წყალი უნდა მიირთვათ.

  10. საჭმლის მონელების პრობლემები
    სხეულში ვერაფერი ფუნქციონირებს გამართულად გაუწყლოების დროს, მათ შორის, არც საჭმლის მომნელებელი სისტემა. ნორმალური ჰიდრატაციის გარეშე, კუჭში მუკუსის რაოდენობა და სიძლიერე მცირდება, რაც კუჭის წვენის მიერ დაზიანებებს იწვევს ორგანოებში. ეს გულძმარვასა და მოუნელებლობას იწვევს.

  11. ნაადრევად ბერდებით
    წყლის რაოდენობა სხეულში თანდათან იკლებს ასაკის მატებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად უნდა გავზარდოთ წყლის მიღების რაოდენობა. ნაადრევი დაბერება არამხოლოდ გარეგნულად აღინიშნება, არამედ მთელ შინაგან სისტემებს აზიანებს.
თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმეს მაინც შეიგრძნობთ ხოლმე, აუცილებლად გაზარდეთ მიღებული სითხის რაოდენობა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.