თუ 400-500 მილიგრამ წყალს დალევთ და დილის ვარჯიშებს შეასრულებთ, ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონების გამოდევნა მოხდება.
7 საათზე: სრულდება მელატონინის გამომუშავება და ადგილი ეთმობა სქესობრივ ჰორმონებს. ამ დროს ძილი დროის ფუჭი ხარჯვაა, მისი სარგებელი ნულის ტოლია!
8 საათზე: სცენა სქესობრივ ჰორმონებს ეთმობათ. ეს არის იგივე სტეროიდები - ჰორმონები, რომლებიც ჩვენს კუნთოვან ჩარჩოს აყალიბებენ. საუკეთესო დროა ვარჯიშისთვის, სპორტდარბაზისა და გამრავლებისთვის.
10 - 14 საათის მონაკვეთი: DHEA-ს გამომუშავების პიკია(ჰორმონის სრული სახელწოდებაა - დეჰიდროეპიანდროსტერონი). ეს არის ნეიროჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე, ყურადღებასა და ინფორმაციის დამახსოვრებაზე.
14 - 16 საათი: ამ დროს თუ ძილიანობას იგრძნობთ, უარს ნუ იტყვით 20 წუთით დაძინებაზე. ეს ზრდის ჰორმონის (GH, hGH, სომატოტროფინი) გამომუშავების პიკია - სილამაზისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჰორმონის. ამიტომ ძილის შემდეგ სასურველია მსუბუქი ვარჯიში, რადგან ზრდის ჰორმონი პასუხს აგებს კუნთოვანი ქსოვილის ხარისხზე.
17 საათი: იწყება კორტიზოლის დონის კლება. აჯობებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხვალისთვის გადადოთ. სპორტით დაკავება სასურველი არა არის, რადგან ძნელდება კუნთების გამოკვება.
21 საათი: იწყება მელატონინის გამომუშავება, მცირდება სხეულის ტემპერატურა, ამ დროს ახლობლების სითბო და მზრუნველობა გვჭირდება, ამიტომ შესანიშნავი იქნება თუ მას ოჯახთან გაატარებთ.
22 საათი: ჰიპოფიზი, ოპიოიდურ ჰორმონებს გამოიმუშავებს, იგივე ენდორფინებს, რომლებსაც ნარკოტიკული მოქმედება გააჩნიათ. კარგი იქნება თუ ამ დროს დაიძინებთ, რადგან ამ დროს ძილი უფრო სასიამოვნოა. დღის სტრესმა უკვე ჩაიარა, ორგანიზმი მზად არის განტვირთვისთვის. 22-დან 4 საათამდე ძილის სარგებელი - მაქსიმალურია! დროის ამ მონაკვეთში უძილობა კი, ჯანმრთელობას უდიდეს ზიანს აყენებს!
2 საათი: მუშაობაში ერთვება ზრდის ჰორმონი, როგორც უკვე ვთქვით - სიმალაზისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჰორმონი. მისი დახმარებით ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას, სილამზეს, ძვლების სიმყარეს და ხარისხიან კუნთოვან სისტემას.