დაგეგმეთ განტვირთვის დღე უქმეებზე, როცა მთელ დღეს სახლში გაატარებთ: ფაფას მძლავრი კუჭის ამშლელი ეფექტი აქვს, ამიტომ ტუალეტს ძალიან ნუ მოშორდებით. პროგრამის მენიუშია 2 მოხარშული კვერცხი, 12 საშუალო ზომის კიტრი, 0.5 ლ უცხიმო კეფირი, ნებისმიერი მწვანილი - კამა, ოხრახუში ან მწვანე ხახვი.
კიტრისა და კეფირის ფაფა გასახდომად
დიეტა მოიცავს საკვების 4 მიღებას:
- დილის 9 და საღამოს 6 საათზე მოამზადეთ ფაფა კვერცხის გარეშე: დახეხეთ 3 ც კიტრი მსხვილად, დაუმატეთ 3-4 ს.კ. კეფირი, დაჭერით ნებისმიერი სახის მწვანილი. შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი და წიწაკა(მარილი დაუშვებელია). ეცადეთ, კარგად დაღეჭოთ საკვები. რაც ნელა შეჭამთ - მით უკეთესი.
- 12 და 3 საათზე მოამზადეთ ფაფა იგივე რეცეპტით, ოღონდ თითო კვერცხის დამატებით.
საკვების მიღებებს შორის დალიეთ მაქსიმალურად ბევრი წყალი. ყველა სასმელი დაამჟავეთ ლიმონის წვენით ან ძმრით.
საკვების ბოლო მიღების შემდეგ გადადით წყალსა და მწვანე ჩაიზე.
დიეტის მეორე დღეს ცხიმების წვა გრძელდება. შეზღუდეთ ხორცის, ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მოხმარება. ეცადეთ, მიირთვათ დღეში ხუთჯერ, მცირე ულუფებად.