» » » ძილის სპეციალისტი: "თუ 23 საათიდან ღამის 1 საათამდე არ გძინავთ, დაიზიანებთ ნერვულ და კუნთოვან სისტემებს"

ძილის სპეციალისტი: "თუ 23 საათიდან ღამის 1 საათამდე არ გძინავთ, დაიზიანებთ ნერვულ და კუნთოვან სისტემებს"

ძილი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც წყალი და საკვები. ალბათ შეამჩნევდით, რომ როცა ცოტა ხანს და ცუდად გძინავთ, არამხოლოდ დაღლილი, არამედ დაბნეულიც ხართ. ასევე, ცუდად გამოიყურება კანი და სხეულის საერთო ტონუსი. ასეთი რამ მაშინაც ხდება, თუ დღეში 6-8 საათის მანძილზე გძინავთ. ეს იმიტომ, რომ ზრდასრული ადამიანის ძილის კონკრეტული დრო პასუხს აგებს ორგანიზმის ამა თუ იმ ფუნქციასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს დაკავშირებულია პლანეტების მოძრაობასა და მზის აქტივობასთან. მაგალითად, გონება საღამოს 9-11 საათებში ისვენებს.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა შედეგები მოაქვს დღის რეჟიმის დარღვევას და როდის უნდა დაიძინოთ, რომ ორგანიზმმა დაისვენოს.

ადამიანის ძილის ფაზები დროის მიხედვით
  1. საღამოს 21-23 საათებში
    დროის ამ მონაკვეთში ისვენებს გონება. ამიტომ, თუ საღამოს 10 საათზე არ დაიძინებთ, გონებრივი შესაძლებლობები და გონიერება თანდათან დაქვეითდება. როცა გონების ძალა მცირდება, ადამიანი ვერ იგებს, თუ რისი გაკეთებაა კარგი და ცუდი. რთულდება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაც.
    გონებრივი ძალების დაქვეითების დროს იმატებს შფოთვა, მეხსიერების გაუარესება და ფსიქიკური არასტაბილურობა.


    გონების გადაღლის პირველი ნიშნებია ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და გონების გადატვირთვა, მავნე ჩვევების გაძლიერება, ნებისყოფის შემცირება და კონფლიქტების მატება, საკვებისა და ალკჰოლისკენ მიდრეკილება. უნდა გესმოდეთ, რომ ერთი გამოუძინებლობა არაფერს გავნებთ, თუმცა რეგულარულად გვიან დაძინება წლებთან ერთად ცუდ შედეგს მოიტანს.


  2. 23-01 საათებში
    ამ დროს ძილი დაგეხმარებათ ცხოვრებისეული ძალების აკუმულირებაში, კუნთებისა და ნერვული სისტემების დასვენებაში. უძილობის შედეგია სისუსტე, პესიმიზმი, დაღლილობა, მადის შემცირება, სიმძიმე სხეულში, ფსიქიკური და ფიზიკური უნიათობა. თუ გააგრძელებთ ძილის რეჟიმის დარღვევას, შედეგები მძიმედ აისახება ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე.


  3. 01-03 საათებში
    თუ დროის ამ მონაკვეთში არ დაიძინებთ, თქვენი ემოციური ასპექტი დაზიანდება. უახლოესი შედეგები - გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი, ისტერია. მომავალში ადამიანს უვითარდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი - როცა იგი იცინის, შემდეგ კი უეცრად იწყებს ტირილს ან უბრალოდ მოწყენას.

    თანდათან ქვეითდება სამყაროს აღქმის სიმახვილე სმენის, გააზრების, მხედველობის, შეხების საშუალებით, მცირდება გემოს რეცეპტორების აქტივობაც.


    უნდა გესმოდეთ, რომ ბუნებას ვერ მოატყუებთ. ადამიანი - დღის არსებაა. მას, ვისაც დროსთან მეგობრობა არ უნდა, ცხოვრება ისეთ ჩარჩოში სვამს, რომ ვეღარ იძინებს: ღამის სამსახური, უძილობა, ტელევიზორი ან სხვა ადამიანები.. ეს სასჯელია დროსთან უპატივცემულოდ მოპყრობისთვის.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.