ჰორმონების გავლენა ცხოვრებაზე
ჩვეული წესი "შეჭამე ცოტა, იმოძრავე ბევრი" მხოლოდ ნაწილობრივაა სწორი. ჭარბი წონის ძირითადი მიზრზი მეტაბოლისტური პროცესებისა და ჰორმონალური დარღვევებია. ადამიანის ცხოვრებაზე ჰორმონების გავლენა ისახება მეტაბოლიზმის სისწრაფეზე, მადის არსებობაზე, წონის მომატებასა და კლებაზე და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, სანამ "თვითგახდომით" დაკავდებოდეთ - მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელ ჰორმონებს მიუძღვით ბრალი ჭარბ წონაში და რატომაა ჭარბი საკვების მიღება საშიში სიმპტომი.
https://rchevebi.com/uploads/posts/2018-12/1545066316_2.jpg
რომელი ჰორმონები მოქმედებს წონაზე
- ლეპტინი
ეს ჰორმონი არეგულირებს მადას და პასუხს აგებს ენერგიის წარმოებაზე. მას, ასევე, უწოდებენ სიმაძღრის ან სიმსუქნის მთავარ ჰორმონს. ლეპტინის დონის დაწევა იწვევს მადისა და წონის მატებას. თუ ორგანიზმის უჯრედებში დიდი რაოდენობით ცხიმია დაგროვილი, ლეპტინის დონე იმატებს, რის შემდეგაც ტვინი იძლევა სიგნალს – „გეყოფა ჭამა!“ თუმცა, ლეპტინის ჭარბი რაოდენობა ქმნის თრომბოზის მაღალ რისკს. - გრელინი
გამომუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და იწვევს შიმშილის შეგრძნებას. ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და იცავს გულსა და სისხლძარღვებს. თუ ხშირად მიირთმევთ სასუსნავებს, ესეიგი გრელინის დაბალი დონე გაქვთ, რა დროსაც იზრდება შფოთვა და დეპრესიული სტრესი.
იქმნება ჩაკეტილი წრე – დიეტის შემდეგ თავს იჩენს ცხოველური მადა და შიმშილი, რომლის დაძლევაც ძალიან რთულია. ამიტომაც, უნდა იკვებოთ დღეში 4-5-ჯერ, მათ შორის 2-ჯერ კი უნდა წაიხემსოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საუზმეს – მის გარეშე გახდომა შეუძლებელია. - ესტროგენი და პროგესტერონი
ქალის სასქესო ჰორმონები თავს 45 წლის შემდეგ იჩენს ხოლმე, როცა ქალებს მენოპაუზა ეწყებათ. ესტროგენის დაბალი დონე იწვევს ცხიმოვანი ფენების დაგროვებას მუცლის არეში.
პროგესტერონის დაბალი დონე კი აიძულებს ორგანიზმს, შეინახოს იმაზე მეტი წყალი, ვიდრე სჭირდება, შედეგად კი სხეულის მოცულობაც იზრდება. - ტესტოსტერონი
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან საკვერცხეების პოლიკისტოზი, ხშირად, ტესტოსტერონის დონის მომატების შედეგია, რაც იწვევს წონის უკონტროლო მატებას, სახეზე თმების გაჩენას, აკნესა და უნაყოფობას. მენოპაუზის დროს, ტესტოსტერონის დაბალი დონე ამცირებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რაც, ასევე, სიმსუქნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. - ინსულინი
გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების ცვლაში, ფერმენტებისთვის ქმედუნარიანობის მინიჭებით. ინსულინს შეუძლია ზედმეტი შაქრის ცხიმოვან ქსოვილად გადაქცევა.
თუ ტკბილეული გიყვართ, იცოდეთ, რომ მისი ჭარბი რაოდენობით მიღება ზრდის ინსულინის დონეს და, შედეგად, ჩნდება ჭარბი კილოგრამები გვერდებზე. - თირეოიდული ჰორმონები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას შეუძლია წონაში მატების გამოწვევა. თირეოიდული ჰორმონები ცხიმების დაშლას ასტიმულირებს, ამ ჰორმონების დონის დაქვეითების შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი – პათოლოგია, რომელიც იწვევს ცხიმების დაგროვებას და ადამიანის უკონტროლოდ გასუქებას. ჰიპერთირეოზის(ბაზედოვის დაავადება) დროს კი ჭარბისიგამხდრე ვლინდება. - სომატოტროფინი
ზრდის ჰორმონ სომატოტროფინსაც შეუძლია გასუქების გამოწვევა. ნორმალურ მდგომარეობაში, იგი ააქტიურებს უჯრედებიდან ცხიმების გამოყოფას და მათ დაშლას. ჰიპოაქტივობა კი ორგანიზმში ყველა პროცესს ანელებს. - კორტიზოლი
მას სტრესის ჰორმონს უწოდებენ. კორტიზოლის ჭარბი გამოყოფის ძირითად მიზეზებად ასახელებენ სტრესსა და ძილის უკმარისობას. მისი მაღალი დონე იწვევს მადის მომატებას. პრობლემასთან გამკლავებისთვის, ქალბატონები უბრალოდ ძალიან ბევრ საკვებს იღებენ და ამით შვებას გრძნობენ.
ის, ვინც მუდმივად ფსიქოტრავმატულ სიტუაციებში ხვდება, იმატებს წონაში მაშინაც კი, თუ ნორმალურად იკვებება. ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მეტაბოლიზმის დარღვევასთან ნერვული გადატვირთვის დროს.
ანალიზები, რომლებიც დაგჭირდებათ გახდომის პროცესის დაწყებამდე
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: თიროქსინი(T4) და ტრიიოდთირონინი (T3);
- თირეოტროპული ჰორმონი(TTH);
- სისხლში გლუკოზის დონე;
- გლიკირებული გემოგლობინი;
- ინსულინი და C-პეპტიდი;
- გლუკოზოტოლერანტული ტესტი;
- ესტრადიოლის დონე;
- კორტიზოლის დონე;
- ტესტოსტერონის დონე;
- ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუტეინირებელი ჰორმონები.