» » როგორ შევკეროთ ტევადი და პრაქტიკული ჩანთა ქსოვილისგან

როგორ შევკეროთ ტევადი და პრაქტიკული ჩანთა ქსოვილისგან

გარემოს დაბინძურების საკითხი მე ბავშვობიდან მაწუხებდა, ეკოლოგად მუშაობაზეც კი ვოცნებობდი, რადგან ბუნება ძალიან მიყვარს და მინდა, ადამიანები ვუფრთხილდებოდეთ იმ პლანეტას, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და დღემდე მოგვიყვანა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ პლანეტა იძირება ტონობით ნაგავში, ამის გაგება კი საკმარისი არაა, საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ეს ყველაზე უმნიშვნელო იყოს.

3 ივლისს, პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს, მტვერი გადავწმინდე ძველ საკერავ მანქანას და 1 საღამოს შევკერე ჩანთა. საყიდლებზე ახლა სწორედ ამ ჩანთით დავდივარ. მასალად გამოვიყენე ძველი, უჯრედებიანი პერანგი, მუშაობის პროცესმა კი ჯამში 2 საათამდე დრო წაიღო.

ქსოვილის ჩანთები






დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ შეკეროთ პრაქტიკული და ტევადი ჩანთა ქსოილისგან. ასეთი ნივთით ერთჯერად პაკეტებს ჩაანაცვლებთ, მისი სახელოები კი ნამდვილად არ გაიხევა მძიმე შიგთავსის გამო.

დაგჭირდებათ:
  • ქსოვილის მასალა(აირჩიეთ მჭიდრო და სქელი)
  • საზომი ლენტი
  • მაკრატელი
  • საპონი ან ცარცი
  • რეზინი
  • ძაფები
  • საკერავი მანქანა

ქსოვილის ხარჯი სიგრძეში უნდა შეესაბამებოდეს მომავალი ჩანთის ორმაგ სიმაღლეს, ხოლო სიგანეში მზა ნაკეთობა 30 სმ-ზე მეტი უნდა იყოს. ეს იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩანთა მოცულობითი და ტევადი გამოვიდეს. რეალურად, ესაა სწორკუთხედი, რომელიც, სურვილისამებრ, კომბინირებულადაც გადაკეთდება.

დამზადება:
  1. დაკეცეთ ქსოვილი ოთხხად, შემდეგ მონიშნეთ შიდა მხრიდან(13-14 სმ სიმაღლეში და 10-11 სმ სიგანეში). გადაკვეთის ადგილიდან 0.7-1 სმ გადაზომეთ ცენტრისკენ და მოამრგვალეთ.



  2. ამოჭერით მონიშნული შუაგული, არ გადააბრუნოთ ქსოვილი. შემდეგ გადადით გვერდით გაზომვაზე. ზემოდან გადაკეცეთ 18.5-19 სმ. ამ წერტილიდან გადაკეცეთ 10-11 სმ-ც. პირობითად დაყავით მოცემული ნაჭერი შუაში, მონიშნეთ 2-2.5 სმ-თი ქვემოთ.



  3. მესამე მონიშნვა შეასრულეთ მოჭრის ზედა წერტილის გვერდით, თუმცა ქვემოთ დაშვება ნაკლები უნდა იყოს - 1.5-2 სმ. შემდეგ წერტილი ემთხვევა ქსოვილის ზედა კუთხეს. შეაერთეთ ყველა წერტილი, მოჭერით კუთხეები.



  4. გამოაბრუნეთ ქსოილი, შეკერეთ ჩანთა გვერდებში, არ შეეხოთ სახელურებს.



  5. ახლა გადადით ჩანთის სახელურებზე. გააკეთეთ თანაბარი გადაკეცვა მათზე, ორივე მათგანი შუაზე გადაკეცეთ და გაკერეთ ქვედა მხარე. ამ მოქმედებით, მომავალი ჩანთა ტევადი იქნება.



  6. გამოაბრუნეთ ჩანთა წაღმა, დააფინეთ პაკეტ-მაისურის პრინციპით და გადადით სახელურების დამუშავებაზე. ამისთვის იგი ხელახლა უნდა გამოაბრუნოთ და გაკეროთ. შემდეგ დაამუშავეთ ჩანთის შიდა კუთხეები და მონიშნეთ რეზინის ადგილები. ჩააკერეთ რეზინი. სურვილისამებრ, ასეთ ჩანთას გაუკეთეთ ჩამკეტებიც.



  7. სულ ესაა. პრაქტიკული, ქსოვილის ჩანთა მზადაა. დარჩა მხოლოდ სწორად დაკეცვა და რეზინით დამაგრება.



უყურეთ ვიდეოს ყველაფრის მარტივად გასაგებად.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.