» » » უბრალოდ ძველი გაცვეთილი ჯინსები თხელ ზოლებად გაჭერით

უბრალოდ ძველი გაცვეთილი ჯინსები თხელ ზოლებად გაჭერით

​გუშინ აივანი დავალაგე და შემთხვევით ძველი ნივთებით სავსე პარკს გადავაწყდი. ისინი უკვე მოდური არაა, მაგრამ გადაგდება დამენანა. რამდენიმე კაბა, ქურთუკი და სამი წყვილი ჯინსი - აი ნივთები, რომლებმაც ახალი სიცოცხლე შეიძინეს. 

კაბები და ქურთუკი ჩემმა დამ წაიღო, ხოლო ჯინსებთან საქმე შენელდა. როგორც კი მათი გადაგდება გადავწყვიტე - კარზე დამირეკეს. 

მეზობელს დაფნის ფოთოლი სურდა. თუმცა ხელში ჯინსებით რომ დამინახა სასწაულ მეთოდზე მიამბო, თუ მისგან რისი გაკეთება არის შესაძლებელი. ახლა ყველა დაქალს ვეკითხები ძველი ჯინსები ხომ არ აქვს გადასაყრელი. 

ნამუშევრები ჯინსისგან 

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჯინსის ქსოვილი ძალიან გამძლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლები გემსახურებათ და მისგან პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი! დღეს "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ახალი და უჩვეულო იდეა მოამზადა, უფრო ზუსტად ძველი ჯინსისგან მოქსოვა. დღეს საქმეს შევუდგები. შთამაგონეს!

1. ყველა ძველი ჯინსი აიღეთ და თხელ ზოლებად დაჭერით. სწორედ ასე მიიღებთ მკვრივ ტილოს თქვენი მომავალი პროექტისთვის. 



2. ასევე თქვენ დაგჭირდებათ უთო, წებოვანი თერმო ლენტა და მოწყობილობა ირიბი ლენტის დასამზადებლად. 



3. სპეციალური მოწყობილობა აიღეთ რომ ლენტა გააკეთოთ. თუ ასეთი არ გაქვთ, თვითნაკეთი მოწყობილობა გამოიყენეთ. შეგიძლიათ ქაღალდით ჩაანაცვლოთ. 
შიგნით თერმო ლენტას დებენ. ზემოდან კი ცხელი უთოთი კარგად უნდა გაასწოროთ. 



4. სამუშაო ზედაპირზე ზოლები დიაგონალურად დააწყვეთ, შემდეგ კი სკოჩით დააფიქსირეთ. 



5. ქსოვა შუა ნაწილიდან დაიწყეთ, თითოეული ფენა წებოთი დაამაგრეთ. 



6. პროცესში ზოლები დაამატეთ ზემოთ და ქვემოთ. საჭირო ფართობის მოქსოვის შემდეგ საჭირო ნივთის გაკეთება შეგიძლიათ. 



7. მაგ., წყლის ბოთლის შესანახი ჩანთის შეკერვა შეგიძლიათ. 



8. სწორი მართკუთხედი გამოჭერით, შემდეგ ცილინდრის ფორმა მიეცი და ლენტით დაამაგრეთ. 



9. კიდევ 4 შესანიშნავი იდეა.



საერთოდ, ასეთი ნაქსოვის შესაქმნელად ნებისმიერი ქსოვილის გამოყენება შეიძლება. შეგიძლიათ ნებისმიერი რამ შეკეროთ: ხალიჩები, აქსესუარები და ტანსაცმელი, რაც მთავარია, თავად ტილოს შექმნის ტექნოლოგიას დაეუფლოთ. 

მთავარია მოთმინება იქონიოთ, რადგან ტილოს შექმნას ბევრი დრო სჭირდება. თუმცა შედეგი მნიშვნელოვანია. ამ შესანიშნავი იდეის შესახებ თქვენ მეგობრებს უამბეთ, რადგან შთაგონება გადამდებია. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.