» » » კოკო შანელი ამ ძველმანების გადაკეთების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებოდა

კოკო შანელი ამ ძველმანების გადაკეთების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებოდა

ზაფხული თავის პიკშია! ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ლამაზ ადგილას ახალი მოდური ლუქებით გასეირნების დროა და, რა თქმა უნდა, ამ დღეებით ტკბობის დრო. სრულად არაა აუცილებელი ახალი ნივთების შეძენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ფინანსები რომანებს მღერის. შეგიძლიათ ძველი ნივთები ახალი თავად შექმნათ. 

ქალებისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა არაფერი გვაქვს ჩასაცმელი, მაშინ როცა კარადა ტანსაცმლით სავსეა. კარადის რევიზია რატომ არ ჩავატაროთ, კარგად გადაარჩიეთ ყველა საზაფხულო ნივთები, იმის ნაცვლად რომ იყიდოთ ახალი და ძველი გადაყაროთ?!

აირჩიეთ ის, რომელიც ძალიან მოგბეზრდათ! მოსაწყენი და უაზრო, ან საყვარელი ნივთი, რომელსაც რაღაც მცირე დეკორის შემატება სჭირდება. ასე გარდერობსაც მოაწესრიგებთ, შემოქმედებით პოტენციალს გამოავლენთ და ფულსაც მომავლისთვის დაზოგავთ!

ძველი ნივთების გადაკეთება

"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ამ 12 იდეით შთაგონებას, თუ როგორ გადააკეთოთ ძველი ნივთები. ვიმედოვნებთ, რომ პირადი შემოქმედებითი ექსპერიმენტებით თქვენ შთაგონებას მოვახერხებთ. 

1. 1-2 მამაკაცის პერანგი, ცოტა შთაგონება, მცირე მოთმინება და ექსკლუზიური ზედა მზადაა! 

კოკო შანელი ამ ძველმანების გადაკეთების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებოდა

2. აი ძველი მაისური და მაქმანის ნაჭერი როგორ შეიძლება ულტრა მოდურ და ქალურ ნივთად გადაკეთდეს! ამასთან მაქმანი შეიძლება ნებისმიერი იყოს. თუნდაც ძველი ხელსახოცი. 



3. ამ მაისურის დეკორის ავტორმა მისი ფოლაქებით გაფორმება გადაწყვიტა. უჩვეულო გადაწყვეტილება ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულთათვის. 



4. ჩვეულებრივი მაისურისგან შეგიძლიათ მაისური-ბლუზი შეკეროთ ხელებზე და მუცელზე თხელი ქსოვილის დამატებით. 



5. ბოჰოს მოყვარულთათვის! შესანიშნავად არის გადაკეთებული არაა?



6. ძველი თეთრი მაისურის და მაქმანის გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა. 



7. მამაკაცის პერანგიდან ორიგინალური ქვედა ბოლო გამოდის, რომლის შეკერვასაც ნახევარი საათი სჭირდება. 



8. ასეთ სამოსზე უკვე ვოცნებობ!



9. მამაკაცის პერანგები ჩვეულებრივ ძალიან გრძელია, ამიტომ ძველი ჯინსის პერანგიდან შეგიძლიათ კაბა შეკეროთ. 



10. კვლავ ბოჰო! აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ როცა საყვარელი მაისური ძალიან მოკლეა. 



11. თუ სახლში ბევრი ჰალსტუხი დაგიგროვდათ - ეს იდეა თქვენთვის არის. 



12. და ბოლოს, ჩემი ფავორიტი. ასეთი მოდური ნივთით თქვენ ნამდვილად ყურადღების ცენტრში იქნებით!



როგორც ხედავთ ოდნავი შემოქმედებითი მიდგომით შეგიძლიათ ფულის დახარჯვის გარეშე ახალი ნივთი მიიღოთ. ეს იდეები აუცილებლად გაითვალისწინეთ. დროა არსებულ გარდერობს გადახედოთ, გადაარჩიოთ და იფანტაზიოროთ, თუ როგორ შეიძლება მათი გადაკეთება უჩვეულოდ და ლამაზად. 

არ დაგავიწყდეთ,  შთამაგონებელი იდეები თქვენ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.