თუმცა, საყვარელი ნივთის სიცოცხლის გახანგრძლივება სულაც არაა რთული! წარმატების მისაღწევად სურვილი, მცირე შთაგონება და სწორი ადგილიდან გაზრდილი ხელებია. თუ ეს ყველაფერი გაქვთ, შეგიძლიათ, ძველი ჯინსები მარტივად გარდაქმნათ ლამაზ, სასარგებლო და ძალიან საჭირო ნივთებად.
რისი გაკეთება შეიძლება ჯინსებისგან, საკუთარი ხელით?
Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ 11 მოდურ ნივთს, რომელთა მიღებაც ძველი ჯინსებისგან შეგიძლიათ. იმედია, ეს იდეები შთაგაგონებთ.
- ყველაზე ჩვეულებრივი საათიც კი წარმოუდგენლად მოდურ აქსესუარად იქცევა ასეთი ჯინსის ქამრით
- ძველი ჯინსებისგან გამოგივათ ასეთი კაბა, თანაც, ყოველგვარი ხარჯის გარეშე
- ამ სეზონზე პრაქტიკული და მოხერხებული ჯინსის ნაჭერი ისევ მოდაშია. რატომ არ შეიკერავდით ასეთივე მოდურ პალტოს?
- ან ასეთ ჩანთას?
- ხანდახან, შედეგის მისაღწევად საჭიროა ჯინსის მცირე ნაჭრებად დაჭრა, შემდეგ კი შეკერვა
- ასეთი ქვედა-ბოლო განუმეორებელ ელემენტად იქცევა თქვენს გარდერობში. მის შესაკერავად დაგჭირდებათ საბაზისო ქვედა-ბოლო და ძველი ჯინსი
- აი, როგორ უნდა გადააკეტოთ შორტები მოდურად
- ძველი ჯინსებისგან გამოგივათ სახლის მოდური ჩუსტები
- კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა
- უბრალოდ შოკში ვარ ამ ულამაზესი ჟაკეტის ნახვის შემდეგ.. აუცილებლად შევიკერავ ასეთივეს!
- დაბოლოს, ჩემი ფავორიტი - მოდური სპორტული ჩანთა ჯინსის ნაჭრებისგან