» » ბაზრის გამყიდველი ვაიძულე ესწავლებინა, როგორ ავარჩიო ყველაზე ტკბილი ნესვი ასეულ უგემურ ნესვს შორის

ბაზრის გამყიდველი ვაიძულე ესწავლებინა, როგორ ავარჩიო ყველაზე ტკბილი ნესვი ასეულ უგემურ ნესვს შორის

თქვენც გაქვთ ადგილი ბაზარში, სადაც უფრო მეტად ყიდულობთ პროდუქტს? სადაც სასიამოვნო ქალბატონი გემსახურებათ და საგულდაგულოდ გირჩევთ საუკეთესო ხილს და ბოსტნეულს, თან საჩუქარსაც მოაყოლებს ხოლმე. მე მყავს დედაჩემის დამსახურებით ასეთი გამყიდველი. სწორედ მისგან გავიგე, როგორ შევარჩიო ტკბილი და მწიფე ნესვი და კიდევ ბევრი რამ.

როგორ შევარჩიოთ ტკბილი ნესვი



ეს წესები მასწავლა სწორედ იმ ქალბატონმა ბაზრიდან და მისმა თათარმა ქმარმა. ისინი უკვე მრავალი წელია ვაჭრობენ და მთელს სულს და გულს დებენ ამ საქმეში. არასდროს მაძლევენ ცუდ პროდუქტს, არ მატყუებენ წონაში. ასე, რომ მათ რჩევებს შეგვიძლია ვენდოთ.



მოკლედ, პირველ რიგში უსუნეთ ნესვს. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია იმის გასაგებად, რამდენად მწიფეა ის. ნესვს უნდა ქონდეს სასიამოვნო, ტკბილი არომატი. ასეთ ხილს უცებ ამოიცნობთ, ხოლო თუ არანაირი არომატი არ აქვს, გვერდზე გადადეთ. ის ტკბილი ნამდვილად არ იქნება.

შემჩნეული გექნებათ ნესვის ყუნწი. დახედეთ ყურადღებით. მონაცრისფრო და გამხმარი ყუნწი სიმწიფის ნიშანია, ხოლო მწვანე ყუნწიანი ნესვი ვერაფრით გაგახარებთ.



მთავარი მაჩვენებელი ნესვის სიმწიფის, არის მისი წვერო. ფრთხილად დააჭირეთ მასზე ცერა თითი. თუ ის რბილია, ღია ფერის, გლუვი და ტალახის გარეშე, თამამად შეიძინეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნესვი მალე უნდა მიირთვათ, რომ არ გადამწიფდეს.



ყველაფერთან ერთად, ნესვის ქერქი უნდა იყოს. გლუვი და მკვრივი. თუ ის ისეთივე რბილია, როგორც წვერო, გვერდზე გადადეთ. აზამთროს შეგიმჩნევიათ, რომ არჩევენ ხმით. ურტყამენ ხელს და ასე ხვდებიან მის სიმწიფეს. ხოლო ნესვთან ეს არ მუშაობს. ამიტომ ასეთ რამეზე დროს ნუ დახარჯავთ და სხვა ნაცადი ხერხი გამოიყენეთ.

რედაქციისგან

სამწუხაროდ, ყველა ეს რჩევაც კი არ არის გარანტია, რომ იდეალურ ნაყოფს შეარჩევ. ხდება ხოლმე, რომ ყველა რეკომენდაციას იცავ და მაინც უგემური შეგრჩება ხელში. გამართლებაზეც არის ხანდახან.



გამიგია, კიდევ ერთ ხერხზე. უნდა დააკვირდეთ ყველა ნესვს. აი ასე, უნდა დადგეთ და უყუროთ... იქ, სადაც შეამჩნევთ მწერებს, არის მწიფე ნესვი. საინტერესოა, ვინმემ თუ იცოდა ჩვენი მკითხველებიდან ეს მეთოდი.



თუ თქვენ კიდევ რამე საინტერესო ხრიკი იცით, გაგვიზიარეთ კომენტარებში. გემრიელად მიირთვით!
ავტორითამარ მეფარიშვილი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.