ამ სურნელოვანი კულტურის სამშობლოა შუა და მცირე აზია. ევროპაში ის XII - XIII საუკუნეში მოხვდა მცირე აზიიდან.
ძველ მედიცინაში ნესვს მრავალი დაავადების მკურნალობაში იყენებდნენ. არაბები, რომლებიც ნესვს სამოთხის ბაღის ნაყოფს ეძახდნენ, ნესვის თესლებიდან ამზადებდნენ ჩირქგროვის მოსამწიფებელ პლასტირს.
ნესვი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გოგრისებრთა ოჯახიდან. სეზონზე ის ასწრებს 3 მ სიგრძის ყლორტების მოცემას. ნაყოფი აგვისტოს - სექტემბერში მწიფდება. საწამლე ნედლეულად იყენებენ ნესვის რბილობს და თესლებს. რბილობი ნერვული სისტემის მოქმედების სტაბილიზაციის შესანიშნავი საშუალებაა. თესლების წყლიანი ნაჟური გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება ბუასილის, ყაბზობის დროს და როგორც შარდმდენი - პოდაგრის დროს.
კოსმეტოლოგიაში ნესვის თესლების ნახარშს იყენებენ ფერიმჭამელების წინააღმდეგ.
ნესვი საუკეთესო დიეტურ პროდუქტად ითვლება. რეკომენდებულია ყოველდღე 1 ჩ/კ ნესვის თესლების მიღება ლაქტაციის ასამაღლებლად და შეკრულობის საწინააღმდეგოდ.
ნესვის თესლის ნახარში, როგორც შარდმდენი საშუალება
ინგრედიენტები:
- 10 გრ ნესვის გამხმარი თესლი
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
დავასხათ ნესვის თესლებს მდუღარე წყალი და დავდგათ წყლის აბაზანაზე 20 წთ. მზა ნახარში შეფუთული დავაყენოთ 3 სთ. მივიღოთ 100 მლ 4-5-ჯერ დღეში.
ნესვის თესლის ნახარში სახის მოვლისათვის
ინგრედიენტები: - 15 გრ ნესვის თესლი
- 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
თესლი დავნაყოთ სანაყში, დავასხათ მდუღარე წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე 3-4 წთ. გავიწმინდოთ სახე ნახარშით - დილას და საღამოს. რეგულარული ხმარების შემდეგ შესამჩნევი ხდება სახის კანის გაახალგზარდავება. ნახარში კარგი გამათეთრებელი საშუალებაა პიგმენტური ლაქების დროს.
ნესვის თესლის ნახარში პროსტატის დაავადების დროს
ინგრედიენტები: - 10 გრ ნესვის თესლი
- 200 მლ რძე
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ცხელი რძე და დავდგათ წყლის აბაზანაზე 20-30 წთ. გადმოვდგათ და დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წთ. მივიღოთ 10 მლ 4-ჯერ დღეში შარდის შეკავების დროს.
ნესვის თესლის ნახარში ბუასილის დროს
ინგრედიენტები: - 7-10 გრ ნესვის თესლი
- 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი და დავდგათ წყლის აბაზანაზე 15-20 წთ. გადმოვდგათ, დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წთ.
მივიღოთ 20 მლ 3-ჯერ დღეში.
ნესვის რძე თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს
ინგრედიენტები: - 200 გრ ნესვის ხმელი თესლი
- 40-50 მლ წყალი
- შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
თესლი დავნაყოთ სანაყში ან დავფქვათ მიქსერში. დავუმატოთ თბილი ანადუღარი წყალიდა კარგად ავურიოთ, შემდეგ დავაყაროთ შაქარი. მივიღოთ 50 მლ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე 5-6-ჯერ დღეში.
ნესვის რძე ხელს უწყობს შარდის გაძლიერებულ გამოყოფას, დადებითად მოქმედებს თირკმელების და საშარდე გზების მუშაობაზე, ხსნის წვისა და ტკივილის შეგრძნებას მოშარდვისას.
ნესვის თესლის ნაყენი სისხლში შაქრის დონის დასაწევად
ინგრედიენტები: - 100 გრ ნესვის თესლი
- 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში, დავასხათ მდუღარე წყალი და კარგად ავურიოთ. მივიღოთ 10 მლ ჭამამდე 3-ჯერ დღეში.