» » » ხილის წვენი გამოიყენება მრავალგვარი ტკბილი კერძების მოსამზადებლად, ის ასევე საუცხოო გამაგრილებელი და წყურვილისმომკვლელი სასმელია.

ხილის წვენი გამოიყენება მრავალგვარი ტკბილი კერძების მოსამზადებლად, ის ასევე საუცხოო გამაგრილებელი და წყურვილისმომკვლელი სასმელია.

ხილის წვენი მეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამასთან, იგი ადვილი მოსანელებელიცაა. წვენი მზადდება ახლად დაკრეფილი მწიფე და საღი ხილ-კენკრისგან.
კვების მრეწველობის საწარმოებში დამზადებული ხილის წვენებში მთლიანად შენარჩუნებულია შაქარი, ვიტამინები, მინერალური მარილები, ხილის მჟავებიდა არომატული ნივთიერებები.
ხილ-ბოსტნეულის წვენები მზადდება როგორც ნატურალური სახით, ისე შაქრის სიროფის დამატებით.
ხილის წვენი გამოიყენება მრავალგვარი ტკბილი კერძების მოსამზადებლად. ამას გარდა, სასმელ წყალთან ერთად, ის საუცხოო გამაგრილებელი და წყურვილისმომკვლელი სასმელია.

ალუბლის წვენი ნახევრად გამჭვირვალე მუქი წითელი ფერისაა. მას შეიძლება დაემატოს შაქარი ან შევინახოთ ნატურალური სახით კარგად თავდაცულ ბოთლებში.

ვაშლის წვენი ორი სახისაა: გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე. ვაშლის წვენში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შაქარი, რკინა, მინერალური მარილები და ვიტამინები.
ეს წვენი ძლიერ სასარგებლოა ბავშვისათვის, ვინაიდან ხელს უწყობს მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ასევე სასარგებლოა სისხლნაკლული ადამიანისათვის.

ლიმონის, მანდარინის, ფორთოხლის წვენი. ეს წვენი ყველა ხილის წვენებზე უფრო მდიდარია C ვიტამინით. ერთ ჩაის ჭიქა მანდარინის წვენში მოიპოვება იმდენი C ვიტამინი, რაც სრულიად აკმაყოფილებს სრულასაკოვანი ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილებას ამ ვიტამინზე.
მანდარინის წვენი მზადდება ნატურალური და კონცენტრირებული სახით. კონცენტრირებული წვენი ხმარების წინ უნდა გაზავდეს 1/2 წილ ცივ წყალში.

ქლიავის წვენი გამოიწურება მოწითალო და იისფერი ქლიავის მწიფე ნაყოფისგან. ეს წვენი ნახევრად გამჭვირვალეა. მჟავობის შესამცირებლად აუცილებელია შაქრის სიროფის მიმატება.
ეს წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალურ მუშაობას.

ყურძნის წვენი გამჭვირვალე, ქარვისფერი, ტკბილი და მეტად სასიამოვნო სასმელია. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა შაქარი - გლუკოზა, მარილები, რკინა და P ვიტამინი. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას.

ჭერმის ანუ გარგარის წვენი მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ტკბილი და სასიამოვნო გემოს წვენია. მზადდება შაქრის სიროფის დამატებით. მასში საკმაო რაოდენობითაა კაროტინი, რომელიც ორგანიზმში გადაიქცევა A ვიტამინად. ეს ვიტამინი კი აუცილებელია როგორც ბავშვის, ისე სრულასაკოვანი ადამიანის ორგანიზმისთვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.