» » » დამატენიანებელი სურნელოვანი ტანის სპრეი - სუნამოს მსუბუქი ალტერნატივაა

დამატენიანებელი სურნელოვანი ტანის სპრეი - სუნამოს მსუბუქი ალტერნატივაა

ტანის ეს სპრეი სუნამოს მსუბუქი ალტერნატივაა. იგი შედგება დამატენიანებელი ვარდის წყლისა და კანის დამამშვიდებელი ალოესგან. შესაბამისად, ეს სპრეი აჯანსაღებს კანს და სასიამოვნო არომატს სძენს მას.
მძაფრი სურნელის მქონე ეგზოტიკური ვანილი და ილანგ ილანგი ჰარმონიულადაა შერწყმული სანდალის ხისა და ვარდის ზეთებთან. ამ რეცეპტში შემავალი ეთერზეთი დამამშვიდებლად მოქმედებს ემოციებსა და შეგრძნებებზე.

100 მლ-ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 75 მლ ვარდის წყალი
  • 1 ს/კ ვარდის სპირტიანი ნაყენი
  • 1 ჩ/კ ალოეს წვენი
  • 10 წვეთი ვანილის ექსტრაქტი
  • 10 წვეთი ილანგ ილანგის ეთერზეთი
  • 6 წვეთი სანდალის ხის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ვარდის აბსოლუტის ეთერზეთი
  • 2 წვეთი მუსკატის სალბის ეთერზეთი
  • 2 წვეთი ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი

მომზადების წესი:
თასში ერთმანეთს შეურიეთ ვარდის წყალი, სპირტიანი ნაყენი, ალოეს წვენი და ვანილის ექსტრაქტი.
დაუმატეთ ყველა ეთერზეთი და აურიეთ.
გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და დაამაგრეთ პულვერიზატორი. შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას. შენახვის ვადაა 6 თვე.

გამოყენების წესი:
გამოიყენეთ სუნამოსავით. თუმცა, მისი არომატი იმდენ ხანს ვერ ძლებს, რამდენსაც ტრადიციული სუნამოები. ამიტომ ხშირად მიიპკურეთ. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. არ მიისხათ ტანსაცმელზე, ქსოვლისა და საწოლის თეთრეულზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.