» » » აღარ ვსივდები და სახეც დამეჭიმა. გაჩვენებთ მასაჟის მარტივ ტექნიკას, რომელიც პროფესიონალმა მასაჟისტმა გამიზიარა

აღარ ვსივდები და სახეც დამეჭიმა. გაჩვენებთ მასაჟის მარტივ ტექნიკას, რომელიც პროფესიონალმა მასაჟისტმა გამიზიარა

მოგესალმებით! დღეს rchevebi-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, რომელშიც კისრის გაშეშების საწინააღმდეგო მასაჟია აღწერილი.

ცოტა ხნის წინ კისერი გამიშეშდა: თავს ვერც ვატრიალებდი და ვერც ვხრიდი. ექიმები ერთხმად ამბობდნენ, რომ ,,გადავიძაბე”. ერთმა, მეტად პროგრესულმა სპეციალისტმა კი ტეიპი მიმაკრო და მასაჟზე გამგზავნა.

მე კი ვიფიქრე: ,,რანაირი მკურნალობაა, მხოლოდ მასაჟი და პლასტირი?”, მაგრამ სხვა არაფერი არ დამინიშნეს. ამიტომ, დავიწყე პროფესიონალი მასაჟისტის ძებნა სპეციალურ საიტზე.

ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, რომ სეანსები ჩატარებული საღამოს საათებში, ამიტომ პოლიკლინიკა თავისთავად გამოირიცხა. ჩემს პატარა ქალაქშიც კი რამდენიმე ათეული მასაჟისტი აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ, როგორც ახალბედები, ასევე ეგზოტიკური პრაქტიკების გურუებიც, თანაც იმდენნი, რომ მთელ სპა კურორტს ეყოფა.

მე ამოვირჩიე ეკატერინე. იგი მე მაშინვე მომეწონა: განათლებაც შესაბამისი აქვს და გავლილი კურსების სიაც შთამბეჭდავია. მას აქვს საკუთარი კაბინეტი და ჰყავს კმაყოფილი კლიენტები. 10 სეანსში იგი არა მარტო გაუმკლავდა ჩემს პრობლემას, არამედ ილეთებიც მასწავლა, რომლებიც ძალიან სჭირდებათ გაჯეტებით მცხოვრებ ადამიანებს. სიამოვნებით გიზიარებთ მათ თქვენც.

ძალიან მნიშვნელოვანი კუნთი

ჩემი პრობლემები განვითარდა უმეტესად სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთების დაძაბვის გამო. ეს კუნთები აკავშირებს მკერდის, ლავიწის და თავის ქალას ძვლებს.

კუნთების სიახლოვეს განლაგებულია სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემის მნიშვნელოვანი კვანძები, ამიტომ ჰიპერტონუსი იწვევს, არა მხოლოდ მოძრაობის პრობლემას, რაც ჩემს შემთხვევაში იყო, არამედ მთელ რიგ სხვა პრობლემებს, როგორიცაა შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები, სახის და კისრის ასიმეტრია, ,,ვენერას რგოლების” გაჩენა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ამ კუნთების მოდუნება.



ნაბიჯი 1. ვათბობთ

მასაჟის წინ, კუნთი ოდნავ უნდა შევათბოთ. ამისთვის, თავი შეაბრუნეთ საპირისპირო მხარეს 45 გრადუსით და ოდნავ დასწიეთ ცხვირი. სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთი მკვეთრად გამოყოფა. თითების ძვლებით გადაადგილდით კუნთზე ყურის ბიბილოდან ქვემოთ ლავიწისკენ 4 - 5 ჯერ. ძლიერი დაწოლა საჭირო არ არის. არ უნდა იყოს არასასიამოვნო შეგრძნებები. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ წაისვათ ცოტაოდენი ზეთი ან კრემი.



ნაბიჯი 2. მოვადუნოთ

ლავიწის სიახლოვეს აკურატულად დავიჭიროთ კუნთი დიდი და საჩვენებელი თითებით და მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობებით ავიდეთ დაბლიდან მაღლა - ყურის ბიბილოსკენ. გაიმეორეთ 5 ჯერ. ზოგიერთი წერტილი შესაძლოა მტკივნეულად რეაგირებდეს ჩქმეტაზე, ამიტომ დაუთმეთ ცოტა მეტი დრო, უფრო დიდხანს დაამასაჟეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ დაჭერის ძალა.



ნაბიჯი 3. დავჭიმოთ

გადახარეთ თავი მხრისკენ, ეცადეთ ლოყით შეეხოთ ლავიწს ისე, რომ სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთი მაქსიმალურად შეიკუმშოს. დარჩით ამ მდგომარეობაში 3 - 5 წამის განმავლობაში. ჩასუნთქვისას ასწიეთ თავი და ნიკაპი გადაატრიალეთ დიაგონალზე იმისთვის, რომ კუნთი დაიჭიმოს (იხ. ქვემოთ მოცემული მეორე ფოტო). ამ მდგომარეობაში გააკეთეთ სრული ღრმა ამოსუნთქვა. გაიმეორეთ სამჯერ. თქვენ უნდა იგრძნოთ კუნთის დაჭიმვა. არ დაუშვათ მტკივნეული შეგრძნებები.





სიმეტრიულად გაიმეორეთ ყველა მოძრაობა მეორე კუნთზეც.

პირველი მასაჟის შემდეგ, უკვე შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ კისერი ოდნავ დაგრძელდა და თავი კი გვინდა რომ უფრო მაღლა გვეჭიროს. ყოველდღიური მასაჟის შედეგად ქრება შეშუპება სახის ქვედა მესამედი ნაწილიდან: ბოლო დროს მის შესახებ დავივიწყე კიდეც. სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთების მასაჟი ყოველთვის მეხმარება სამუშაო დღის ბოლოს: იგი ხსნის კისრის დაძაბულობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მე ვგეგმავ, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩავიტარო კისერ-საყელოს ზონის მასაჟი. ვფიქრობ, რომ იგი სასარგებლო იქნება ოფისში მომუშავე ყველა ადამიანისათვის, ვისაც ,,გაჯეტური” კისრები აქვთ.
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.