ზამთარში, თოვლჭყაპში, ფეხები დამისველდა, სველი ფეხსაცმელები დროულად ვერ გავიხადე და ფეხზევე შემაშრა. რამდენიმე დღე-არაფერი; ვიფიქრე, გაციებას გადავურჩი-მეთქი, მაგრამ უცბად მუცლის ქვედა ნაწილი ამტკივდა, ფეხები შემიშუპდა და სიცხე მომცა. გავიკეთე ანალიზები, მივედი ექიმთან, დამიდგინეს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთება. დროზე მივუსწარი - პროცესი თირკმელებზე ჯერ არ იყო გადასული. დავიწყე მკურნალობა, მაგრამ ვიფიქრე, ურიგო არ იქნება, თუ წამლებს ბუნებრივ საშუალებებსაც მივაშველებ-მეთქი. მეგობარმა ღიღილოს ნაყენის რეცეპტი მასწავლა და გამხმარი ღიღილოც თვითონვე მომცა. ნაყენი არაჩვეულებრივი შარდმდენი საშუალება აღმოჩნდა, რომელიც თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ანთებით დაავადებებს და ამ დაავადებებით გამოწვეულ შეშუპებას კურნავს.
- ღიღილოს ხმელი ყვავილები დავაქუცმაცოთ, ავიღოთ 1 ჩაის კოვზი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.