უკვე მესამე ათასწლეულში ჩვენს ერამდე მასაჟი, როგორც მკურნალობის მეთოდი გამოიყენებოდა ჩინეთში, შემდეგ ინდოეთში.
მასაჟი შეიძლება კეთდებოდეს ხელის და აპარატის გამოყენებით.
ცნობილია მასაჟის 9 ძირითადი ილეთი: ხელის გადასმა, დაზელვა, შერხევა, გამოწურვა, გასრესა, აქტიური და პასიური მოძრაობა, მოძრაობა წინააღმდეგობის გაწევით, დარტყმითი მოძრაობები.
მასაჟის კურსში 5-დან 25 პროცედურაა. გრძელდება 10 დღიდან 2-3 თვემდე, შეიძლება იყოს შესვენება კურსებს შორის.
700-მდე ბიოლოგიურად აქტიური წერტილია აღწერილი კლასიკურ ჩინურ ატლასებში, რა დროსაც ზემოქმედებას ახდენენ აღმოსავლური მასაჟების დროს.
მასაჟის 4 ძირითადი სახეა - სპორტული, სამკურნალო, ჰიგიენური და კოსმეტიკური.
მასაჟი ეფექტურია თავის ტკივილის, ნევრალგიის, გაციების, ფილტვების ანთების, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ვენოზური უკმარისობის, ასთმის, სკოლიოზის, ბუასილის დროს.
5-15 წუთი გრძელდება ერთი პროცედურის ხანგრძლივობა ლოკალური მასაჟის დროს, 5-20 მასაჟი ამცირებს შუბლის მარჯვენა მხარის აქტიურობას, რომელიც პასუხისმგებელია განგაშის გრძნობაზე და ზრდის მარცხენა მხარის აქტიურობას, რომელიც პასუხისმგებელია სიხარულზე და ბედნიერებაზე.
დაღლილი კუნთების შრომისუნარიანობა 5-7-ჯერ იზრდება მასაჟის შემდეგ.
15 წუთიანი მასაჟი ეხმარება ყურადღების კონცენტრაციას საერთო გონებრივ აქტიურობაში.
აბანოში ცოცხის დარტყმა, სხვა არაფერია, თუ არა თვითმასაჟი, რომელიც ამაღლებს სხეულის ტონუსს, ამოძრავებს სახსრებსა და კუნთებს.
მასაჟი - "ფოცხი" ეს მარტივი მასაჟი კურნავს მრვალ დაავადებას, განსაკუთრებით ეფექტურია თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების დროს. იგი ასევე გვეხმარება სურდოს, ნევრასთენიის, ყურებში ხმაურის დროს, აძლიერებს პოტენციას, ამაღლებს მეხსიერებას და გონების სიმახვილეს, ახდენს კოლოსალურ გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას თავის ტვინზე და მთელ ნერვულ სისტემაზე, ასევე დაბლა სწევს სისხლის წნევას.
ეს მასაჟი კეთდება ასე: ორივე ხელების თითები ოდნავ მოხარეთ, მიეცით ფოცხის ფორმა, მოისვით თავის თმის წინა საზღვრიდან-შუბლიდან, თხემის გავლით, კეფის ბოლომდე 50-დან 500-მდე.
ცუდი აზრების განდევნა შეუძლია ასეთ ვარჯიშს:
დაჯექით პირდაპირ, შეაერთეთ ტერფები და ხელის გულები, მაგრამ არ დაიძაბოთ. მშვიდად და ღრმად ისუნთქეთ. ამოსუნთქვისას თქვენ იცილებთ მძიმე გადამამუშავებელ ენერგიას. 20 ვარჯიშის შემდეგ თქვენ ისევ დამუხტული ხართ წარმატებებისთვის.
დეპრესიის დროს მთავარია არ უნდა დაუშვათ წვრილმანებზე ფიქრი, რომ არ დაანგრიოთ თქვენი ბედნიერება.