მინდა დაგისვათ ერთი კითხვა: რამდენად ხშირად რეცხავთ საკუთარ სავარცხელს? თქვენ ხომ მას ყოველდღე ხმარობთ, თანაც დღეში რამდენჯერმე. ნუთუ არ შეგინიშნავთ რამდენი ჭუჭყი გროვდება მათზე? სამწუხაროდ, დიდი სირცხვილით უნდა ვაღიარო, რომ ცოტა ხნის წინ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მაქსიმუმ რასაც ვაკეთებდი იყო ის, რომ საყვარელ სავარცხელს ვაშორებდი მასზე დაგროვილ თმებს ან შემთხვევით მიწებებულ ძაფებს.
მაგრამ, ერთხელ ინტერნეტში შემხვდა სტატია, სადაც საუბარი იყო ნივთებზე, რომლებიც სახლში ჭუჭყს ამრავლებენ. ჩემდა გასაკვირვად, ამ ჩამონათვალში სავარცხელიც იყო ნახსენები. აღმოჩნდა, რომ სავარცხლებზე ცოცხლობენ სოკოები და ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ქერტლს, თმის ცვენას და თავის კანის სოკოვან დაავადებას.
ამ ნივთის ხელში დაჭერაც კი აღარ მინდოდა, არათუ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
მაგრამ, ხომ არ გადავაგდებდი საყვარელ სავარცხელს! და თანაც, ყოველ ჯერზე ახალს ხომ არ ვიყიდი? რა თქმა უნდა, არა! მე მივაგენი მეთოდს, თუ როგორ გავათავისუფლო სავარცხელი ჭუჭყის და ბაქტერიებისაგან. ახლა სავარცხლებს კვირაში ერთხელ ვრეცხავ.
მოგიყვებით რას ვაკეთებ და როგორ:
- 1. სავარცხელს ვასუფთავებ თმებისგან, როგორც წესია. საერთოდ არ უნდა დარჩეს თმა სავარცხელზე. ძალიან აწეწილ ღერებს ვიღებ პინცეტით ან ვჭრი მანიკურის მაკრატლის მეშვეობით.
- 2. ღრმა ჭურჭელში ან მცირე ზომის თასში ვასხამ ცხელ წყალს.
- 3. ვასხამ ცოტაოდენ საშუალებას სახელწოდებით - L.O.C.
- 4. ამ წყალში ვალაგებ სავარცხლებს და ჯაგრისებს.
- 5. ასე ვტოვებ დიდი ხნის მანძილზე. ყველაზე უკეთესია თუ გავაჩერებთ საღამოდან დილის 8 - 10 საათამდე.
- 6. და ბოლოს კარგად ვრეცხავ გამდინარე წყლით.
ამ პროცედურის შემდეგ, ჩემი სავარცხლები ისე გამოყურება, თითქოს ახლებია. სერიოზულად, ისე გამოიყურება თითქოს არც გამოგიყენებია და ახლახანს შეიძინე მაღაზიაში. ასეთი სავარცხლებით სასიამოვნოა თმის დავარცხნა და თანაც არ ფიქრობ ვერაგ, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე.
ალბათ, თვითშეგონების ეფექტი ამუშავდა, მაგრამ მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც დავიწყე სავარცხლების რეგულარულად გარეცხვა, თმა ნაკლებად მცვივა და სავარცხლის კბილანებზეც ნაკლები თმა რჩება. კიდევ ერთი - თმას შესამჩნევი მბზინვარება მოემატა.
ყველას ვუწევ სავარცხლების და ჯაგრისების ხშირად გარეცხვის რეკომენდაციას. აუცილებლად სცადეთ აქ აღწერილი მეთოდი, იგი ძალიან ეფექტურია.