» » » მაღალ სიმაღლეზე ცხოვრება ინსულტისგან გიცავთ

მაღალ სიმაღლეზე ცხოვრება ინსულტისგან გიცავთ

შეიძლება თუ არა, რომ ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე ცხოვრებამ ინსულტის ალბათობაზე გავლენა მოახდინოს? ეს კითხვა ახალი კვლევის საფუძველი გახდა, რომლის შედეგებიც ჟურნალში Frontiers in Physiology გამოქვეყნდა. ეს პირველი კვლევაა, რომელმაც ეკვადორის ოთხ სხვადასხვა სიმაღლეზე მცხოვრებ ადამიანებში ინსულტთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების სიხშირე შეისწავლა.

კვლევა 17 წლის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ინსულტ გადატანილი პაციენტის მონაცემებს ეყრდნობა. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე ცხოვრობენ, ინსულტის და მასთან დაკავშირებული სიკვდილის დაბალი რისკი აქვთ. დამცავი ეფექტი 2000-დან 3500 მეტრ სიმაღლეზე ყველაზე ძლიერია.

მკვლევარებმა ქვეყნის 2001-2017 წლების სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს და ინსულტით გარდაცვალების და ჰოსპიტალიზაიის დონე შეაფასეს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე ცხოვრობენ: დაბალი სიმაღლე (1500 მეტრზე ნაკლები), ზომიერი სიმაღლე (1500-2500 მ), მაღალი სიმაღლე (2500-3500 მ) და ძალიან მაღალი სიმაღლე ( 3500-5500 მ).

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე (2500 მეტრს ზემოთ) ცხოვრობდნენ, ინსულტი ახალგაზრდობაში ნაკლებად აწუხებდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც უფრო დაბალ სიმაღლეზე ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლები მაღალ სიმაღლეზე ცხოვრობდნენ, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევებიც მცირე იყო. ეს დამცავი ეფექტი ყველაზე ძლიერი 2000 და 3500 მეტრს შორის და 3500 მეტრზე მაღლა იყო.
ავტორითეა გუბელაძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.